Penetron Admix: ხაშურის 420-მეტრიანი ხიდის (E-60) პროექტის დაცვა
გამოწვევა: E-60 ავტობანის კრიტიკული ინფრასტრუქტურა
ხაშურის შემოვლითი გზა (ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი) E-60 ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტის ფარგლებში, “PowerChina/Sinohydro”-მ ააშენა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საჭიროებდა არა უბრალოდ ჰიდროიზოლაციას, არამედ ბეტონის მუდმივ, სტრუქტურულ დაცვას აგრესიული გარემოს, გაყინვა-ლღობის ციკლების და მაღალი დატვირთვისგან.
გადაწყვეტილება: რატომ Penetron Admix?
ასეთი მასშტაბური და სტრატეგიული ობიექტისთვის, სადაც რემონტი მომავალში პრაქტიკულად შეუძლებელია, “PowerChina/Sinohydro”-მ აირჩია Penetron Admix-ის კრისტალური ტექნოლოგია. პროექტისთვის მიწოდებულ იქნა 25,000 კილოგრამზე მეტი (1000+ სათლი) “პენეტრონ ადმიქსი”.
პროექტი მედიაში (გარე მტკიცებულება)
პროექტის წარმატებით დასრულების შესახებ დეტალურად წერს “ინტერპრესნიუსი” (IPN)







