პენეტრონის მიერ განხორციელებული პროექტები სამეგრელოში "ინსთან" ერთად 2025 წელში

მასშტაბური რეაბილიტაცია სამეგრელოში: “Insi” და Penetron-ის პარტნიორობა

2025 წლის დასასრულს, Penetron Georgia აჯამებს მნიშვნელოვან თანამშრომლობას სამშენებლო კომპანია “ინსისთან”. დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში, 9 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა ბეტონის კონსტრუქციების აღდგენა და ჰიდროიზოლაცია.

პროექტის გეოგრაფია

Penetron-ის მობილურმა ჯგუფებმა დაფარეს 4 მუნიციპალიტეტი:

  • ჩხოროწყუ: სოფლები ახალი ხიბულა, ზუმი, ნაფიჩხუ, სარაქონი და ქალაქის ცენტრი.
  • წალენჯიხა: მეურნეობა, სოფელი საჩინო.
  • მარტვილი: სოფელი ზედა ხუნწა.
  • აბაშა: სოფელი კეთილარი.

შესრულებული სამუშაოები

ობიექტებზე გამოვლინდა ბეტონის ჩასხმის დროს წარმოქმნილი დეფექტები. ჩვენი ამოცანა იყო კონსტრუქციების დაცვა წყლისგან და ნესტისგან. გამოყენებული იქნა Penetron-ის კლასიკური სარემონტო სისტემა:

  • პენეკრიტი: ცივი ნაკერების და “უვიბრაციო” (ფოროვანი) ადგილების აღსადგენად.
  • პენეტრონი: კრისტალური ჰიდროიზოლაცია ბეტონის ფორებში ღრმად შეღწევისთვის.
  • სპეციალური ამოცანა: დამუშავდა ათასობით “ტაიროტის” (ყალიბის სამაგრის) ხვრელი, რაც კრიტიკულია წყალგაუმტარობისთვის.

ეს პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Penetron-ი შეუცვლელია არა მხოლოდ ახალ მშენებლობებზე, არამედ არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის.

დამკვეთი: შპს “ინსი” | პერიოდი: 2025

გააზიარეთ:

Similar Posts