საცხოვრებელი კომპლექსი ნუცუბიძეზე: 250 აქტიური გაჟონვის შეჩერება | Barnabas Road
რთული ჰიდროგეოლოგიური პირობები
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (#95) მიმდინარე მშენებლობისას, ობიექტზე დაფიქსირდა წყლის ინტენსიური შემოდინება. კომპანია “ბარნაბას როუდ დეველოპმენტმა” მიმართა Penetron Georgia-ს ჯგუფს, რათა მომხდარიყო აქტიური გაჟონვების მყისიერი ლიკვიდაცია და ბეტონის კონსტრუქციის შემდგომი დაცვა.
შესრულებული სამუშაოები
აქტიური გაჟონვების გაჩერება: ობიექტზე დაფიქსირდა და აღმოიფხვრა 250 წერტილოვანი გაჟონვა. გამოყენებულ იქნა სწრაფმყარებადი ვატერპლაგი, რომელმაც წყლის ნაკადი წამებში გააჩერა.
დეტალური ჰერმეტიზაცია: დამუშავდა 610 ცალი სამონტაჟე ხვრელი და 156 გრძივი მეტრი სამუშაო ნაკერი, რათა გამორიცხულიყო წყლის განმეორებითი შეღწევა.
ბეტონის აღდგენა: დაზიანებული და “უვიბრაციო” უბნები (50 კვ.მ) აღდგა მაღალი სიმტკიცის სკრეპა M500-ით.