ზიგმა თბილისი - ლიფტის შახტების და პარკინგის ჰიდროიზოლაცია

პრემიუმ კომპლექსი “Zygma”: ჰიდროიზოლაციის სრული ციკლი | Z-Group

კომპლექსური მიდგომა პრემიუმ მშენებლობაში

თბილისში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი “Zygma” გამოირჩევა მშენებლობის უმაღლესი ხარისხით. 2025 წლის განმავლობაში, შპს “ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიებმა” (Penetron Georgia) ამ ობიექტზე შეასრულა ჰიდროიზოლაციის სრული ციკლი — საძირკვლიდან დაწყებული, ლიფტის შახტებითა და ბზარების დამუშავებით დამთავრებული.

შესრულებული სამუშაოები

  • ლიფტის შახტების კაპიტალური დაცვა: შესრულდა შახტის ძირის არმირება და ბეტონის ჩასხმა პენეტრონ ადმიქსის გამოყენებით. ცივი ნაკერები დაილუქა პენებარის ჰიდროფილური ლენტით, ხოლო კედლები დამუშავდა პენეტრონით.
  • მასშტაბური ჰიდროიზოლაცია: დამუშავდა 700 კვ.მ-ზე მეტი ბეტონის კედელი და ფილა, რაც უზრუნველყოფს მიწისქვეშა სართულების სრულ სიმშრალეს.
  • ბზარების “მკურნალობა”: ბეტონის ფილაზე წარმოქმნილი ბზარები დამუშავდა (“დაიშტრაბა”) და შეივსო პენეკრიტით, რამაც აღადგინა კონსტრუქციის მთლიანობა.

დამკვეთი: შპს “ზ-გრუპი” | სამუშაოების პერიოდი: 2025 წელი

გააზიარეთ:

Similar Posts