საცხოვრებელი კომპლექსი “m2 იპოდრომთან” (კარტოზია) | ანაგი
მასშტაბური პროექტი საბურთალოზე
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის, “m2 იპოდრომთან” მშენებლობისას, კომპანია “ანაგმა” განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მიწისქვეშა კონსტრუქციების დაცვას. კარტოზიას ქუჩაზე მდებარე ამ ობიექტზე კრიტიკული იყო ბეტონის ნაკერების საიმედო ჰერმეტიზაცია.







