Penetron - წასასმელი კრისტალური ჰიდროიზოლაცია ბეტონისთვის

პენეტრონი (Penetron)

პენეტრონი არის ზედაპირზე წასასმელი კრისტალური ჰიდროიზოლაცია, რომელიც შექმნილია უკვე არსებული ბეტონის კონსტრუქციების სრული დაცვისთვის. ის ღრმად აღწევს ბეტონის ფორებში და ქმნის უხსნად კრისტალურ სტრუქტურას, რომელიც ბლოკავს წყალს ნებისმიერი მიმართულებიდან.

“პენეტრონის” უპირატესობები

  • სრული დაცვა: იდეალურია არსებული საძირკვლების, რეზერვუარების, აუზების და კედლების ჰიდროიზოლაციისთვის.
  • თვითაღდგენის უნარი: ტენთან კონტაქტისას, მასალა ავტომატურად აღადგენს და ავსებს 0.5 მმ-მდე მიკრობზარებს კონსტრუქციის მთელი ექსპლუატაციის მანძილზე.
  • ქიმიური მედეგობა: იცავს ბეტონს და არმატურას აგრესიული გარემოს ზემოქმედებისგან (ქლორიდები, სულფატები, მჟავები) და კოროზიისგან.
  • მარტივი გამოყენება: ისმევა მარტივად, ფუნჯით ან სპეციალური აპარატით, როგორც შიდა, ასევე გარე ზედაპირებზე.

ტექნიკური მონაცემები და გამოყენება

შერევა:0,5 ლ წყალი / 1 კგ ფხვნილზე
ხარჯი:0.8 კგ – 1 კგ / კვ.მ (ორი ფენის წასმისას)
შეფუთვა:25 კგ (სათლი), 5 კგ (სათლი)

ნახეთ ვიდეო

ხშირად დასმული კითხვები

არა. “საფარისგან” განსხვავებით, “პენეტრონი” არ რჩება ზედაპირზე. ის ღრმად აღწევს ბეტონის ფორებში, რეაგირებს წყალთან და ქმნის უხსნად კრისტალურ სტრუქტურას, რომელიც ბეტონის განუყოფელი ნაწილი ხდება.

დიახ, “პენეტრონი” იდეალურია სწორედ არსებული ბეტონის კონსტრუქციებისთვის (საძირკვლები, კედლები, აუზები). მთავარი მოთხოვნაა, რომ ზედაპირი იყოს სუფთა და ფორები გახსნილი, რათა კრისტალებმა შეძლონ სიღრმეში შეღწევა.

დიახ. რადგან “პენეტრონი” მუშაობს ბეტონის სიღრმეში და არა ზედაპირზე, მისი წასმა ეფექტურია როგორც პოზიტიური (წყლის მხრიდან), ასევე ნეგატიური (შიდა) მხრიდან.