Penecrete - სარემონტო ნარევი ბეტონის ბზარების და ნაკერების ჰიდროიზოლაციისთვის

პენეკრიტი (Penecrete)

ბეტონის ბზარების შეკეთება მარტივი და საიმედოა პენეკრიტით. ეს არის ერთკომპონენტიანი, სწრაფშრობადი სარემონტო მასალა, რომელიც ასევე გამოიყენება დაზიანებული ბეტონის “ცივი ნაკერების” ჰიდროიზოლაციისთვის.

მნიშვნელოვანი შენიშვნა

პენეკრიტი გამოიყენება მხოლოდ პენეტრონის (წასასმელი) ფენასთან ერთად, როგორც ერთიანი სისტემა. დაუშვებელია მისი გამოყენება ცალკე

“პენეკრიტის” უპირატესობები

  • სწრაფი გაშრობა მყარდება 30-60 წუთში, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს სამუშაო პროცესს და ამცირებს ხარჯებს.
  • არ იკუმშება: გაშრობის შემდეგ არ იკუმშება და არ წარმოქმნის მიკრო-ბზარებს, განსხვავებით სტანდარტული ცემენტისგან.
  • სრული თავსებადობა: იდეალურად ერწყმის პენეტრონის სისტემას, როგორც ერთიანი ჰიდროსაიზოლაციო ფენა.

ტექნიკური მონაცემები და დოზირება

შერევა:160 -180 მლ წყალი / 1 კგ ფხვნილზე
ხარჯი:1,5 კგ ფხვნილი / 1 გრძივ მეტრზე
შეფუთვა:25 კგ (სათლი)

ნახეთ, როგორ მუშაობს:

დოკუმენტაცია და სერტიფიკატები

ხშირად დასმული კითხვები

“პენეტრონი” არის წასასმელი ფენა, ხოლო “პენეკრიტი” არის სქელი, სარემონტო ნარევი. ის გამოიყენება ბზარების და “ცივი ნაკერების” ფიზიკურად ამოსავსებად, სანამ ზედაპირს “პენეტრონით” დავფარავთ.

დიახ. “პენეკრიტი” არის “პენეტრონის” სისტემის ნაწილი. ის უზრუნველყოფს, რომ ბზარი და დანარჩენი ზედაპირი ერთიან, მონოლითურ წყალგაუმტარ სტრუქტურად იქცეს. მისი ცალკე გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სწორი ტექნოლოგიური პროცესის დასაცავად, ბზარი ან ნაკერი უნდა გაიხსნას (ამოიჭრას) “U” ფორმის არხის სახით. რეკომენდებული ზომებია: მინიმუმ 25მმ სიგანე და 25მმ სიღრმე. ეს უზრუნველყოფს მასალის საკმარის სისქეს და საიმედო ჩაკეტვას. არხის ზედაპირი კარგად უნდა გასუფთავდეს და დატენიანდეს მასალის ჩადებამდე.

ჩვეულებრივი ცემენტის ხსნარი გაშრობისას იკუმშება და ისევ იბზარება. პენეკრიტი არის “არამკუმშავი” და შეიცავს პენეტრონის კრისტალებს. ეს ნიშნავს, რომ ის ხდება არსებული ბეტონის ნაწილი და უზრუნველყოფს მუდმივ ჰერმეტიზაციას, რაც უბრალო “შპაკლით” შეუძლებელია.