PeneBand System - ელასტიური ლენტი დეფორმაციული ნაკერებისთვის

პენებანდის სისტემა (PeneBand System)

დეფორმაციული ნაკერების ჰიდროიზოლაცია ყველაზე რთული საინჟინრო ამოცანაა, რომელსაც “PeneBand System” იდეალურად წყვეტს. ეს არის მაღალი ელასტიურობის მქონე ლენტისა და ეპოქსიდური წებოს სისტემა, რომელიც შექმნილია მოძრავი ნაკერების და ბზარების დასაცავად.

მნიშვნელოვანი შენიშვნა

ეს პროდუქტი იყიდება როგორც ერთიანი სისტემა. ზუსტი ხარჯღაღრიცხვისა და კომპლექტაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ კონსულტაციისთვის.

სისტემის უპირატესობები

  • ექსტრემალური ელასტიურობა: უძლებს მაღალ ვიბრაციას, შენობის “მოძრაობას” და დეფორმაციას რღვევის გარეშე.
  • სრული საიმედოობა: 100%-იანი წყალგაუმტარობა და მაღალი ქიმიური მდგრადობა აგრესიული გარემოს მიმართ.
  • უძლიერესი შეჭიდება: PenePoxy წებო უზრუნველყოფს მონოლითურ კავშირს ბეტონთან, ლითონთან და პლასმტასთან.

ტექნიკური მონაცემები და დოზირება

კომპონენტი 1:PeneBand (ელასტიური ლენტა)
კომპონენტი 2:PenePoxy (ეპოქსიდური წებო)
წყლის წნევა:70 მ (7 ბარი)

ნახეთ, როგორ მუშაობს

დოკუმენტაცია და სერტიფიკატები

სისტემის აუცილებელი კომპონენტი

ხშირად დასმული კითხვები

“პენებარი” (Penebar) არის ჰიდროფილური “კაბელი”, რომელიც წყალთან შეხებისას ფართოვდება. “პენებანდი” (PeneBand) არის მაღალი ელასტიურობის მქონე “ლენტა”, რომელიც გამოიყენება ეპოქსიდურ წებოსთან ერთად და უძლებს შენობის მოძრაობას და დეფორმაციას.

ის იდეალურია ყველაზე რთული და მოძრავი კვანძებისთვის: დეფორმაციული და “ცივი ნაკერები” იქ, სადაც მაღალი ვიბრაციაა (მაგ. ხიდები, გვირაბები) და ბეტონის შეერთება ლითონის ან პლასტმასის მილებთან.

მიუხედავად იმისა, რომ PenePoxy (წებო) ეჭიდება ნესტიან ზედაპირსაც, საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია ზედაპირის გაშრობა. ეს უზრუნველყოფს ეპოქსიდის მაქსიმალურ ადჰეზიას (შეჭიდებას) ბეტონთან. თუ ზედაპირი სველია, წებოს გაშრობის დრო იზრდება და შესაძლოა სისტემის ეფექტურობა შემცირდეს.