პენებარი Rapid SW45

პენებარი Rapid SW45

პენებარი არის ჰიდროგაფართოებადი, ელასტიური, მართკუთხა პროფილის მქონე უნიკალური თვისებების ჰიდროსაიზოლაციო შუასადები. იგი გამოიყენება მიწისქვეშა ნაგებობებში ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბეტონის კონსტრუქციული და სამუშაო ნაკერების ჰერმეტიზაციისთვის მშენებლობის პროცესში, აგრეთვე ბეტონში შემავალი კომუნიკაციების ჰიდროიზოლაციისთვის, როგორც მშენებლობის, ისე რემონტის დროს. შედგება პოლიმერული კომპოზიციური მასალებისგან.

პენებარის მოქმედების პრინციპი დამყარებულია სპეციალური, კომპოზიციური მასალების მაღალ წყალგაუმტარობაზე და მათ თვისებაზე, მნიშვნელოვნად გაფართოვდნენ წყლის ზემოქმედების შედეგად.

უპირატესობანი

  • გამოირჩევა მაღალი წყალგაუმტარობით და განსაკუთრებული მედეგობით მაღალი ჰიდროსტატიკური დაწნევის მიმართ.
  • მისი თვისებები არ იცვლება დროთა განმავლობაში, ექსპლუატაციის ვადა არის მუდმივი.
  • მისი მონტაჟი ხდება მარტივად და სწრაფად, არ თხოულობს დამატებით მოწყობილობას.
  • სამუშაოების წარმოება შესაძლებელია ნებისმიერი ამინდის პირობებში.
  • ეკოლოგიურად სუფთაა.

 

ტექნიკური მახასიათებლები

  • მედეგობა ჰიდროსტატიკური დაწნევისადმი, ატმ.: 7
  • ფერი: შავი
  • სიმკვრივე, 1,5 გ/სმ3
  • გაფართოება თავისუფალ მდგომარეობაში, %: 300
  • ტემპერატურის დიაპაზონი მონტაჟისას: – 22C – +52C;

ექსპლოატაცისას: – 50C – + 100C

  • კვეთის ზომები, მმ: 19X25
  • შნურის სიგრძე, მ: 5

 

თანმდევი პროცედურები

  • მონტაჟამდე პენებარს უნდა მოსცილდეს ანტიადგეზიური ქაღალდი.
  • პენებარი კარგად უნდა მივამაგროთ ბეტონის გასუფთავებულ ზედაპირს მწებარე მხრიდან და ბეტონთან მყარი შეჭიდულობის
    უზრუნველყოფისთვის, მას უნდა დაედოს მეტალის ცხაურიანი ბადე (სიგანე 35მმ) და მიეჭედოს დუპელებით ყოველ 25-30 სმ. მონაკვეთზე.
  • დამონტაჟებული პენებარის შნურის კიდესა და დასასხმელი ბეტონის ქვედა და ზედა ზედაპირებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 50მმ-ისა.
  • მონტაჟის შემდეგ დასველების შემთხვევაში პენებარი არ განიცდის განსაკუთრებულ ცვლილებებს ზომებში 2-3 დღის განმავლობაში.
  • არ შეიძლება პენებარი ბეტონის ჩასხმამდე იმყოფებოდეს მუდმივად წყალში 4-5 საათზე მეტად.
  • შესაძლებელია პენებარის მონტაჟი სველ, მაგრამ არა წყლიან ზედაპირზე.
  • პენებარის ორი შნურის გადაბმა უნდა მოხდეს ისე, რომ მათი ბოლოები ერთმანეთს დაუკავშირდენენ 45 გრადუსიანი კუთხით.
  • შენახვის პირობები: ინახება მშრალ და დახურულ შენობაში, ნებისმიერი ტემპერატურით.
  • •საგარანტიო ვადა: უვადო

საკონტაქტო ინფორმაცია


თბილისი, აგლაძის ქ.39ბ

+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;


ბათუმი, პუშკინის ქ.23

568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - შაბ, 10:00 - 18:00