სარდაფებისა და სხვა მიწისქვეშა ნაგებობების ჰიდროიზოლაცია

მშენებლობის ხარისხის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია ობიექტის ჰიდროიზოლაცია. ჩვეულებრივი ადამიანისათვის ძნელია შეამოწმოს გამოყენებული მასალების ხარისხი და მონტაჟის ტექნოლოგიის დაცვა, მაგრამ ადვილად შეამჩნევს თუ დარღვეულია ჰიდროიზოლაცია სარდაფებსა და მიწისქვეშა ნაგებობებში.საკმარისია ჩავიდეთ სარდაფში, მიწისქვეშა ავტოფარეხში, თუ ის მშრალია და არსად ჩანს წყლის  ლაქები და სისველეები ე.ი. ყველაფერი რიგშია, მაგრამ თუ გამოჩნდა მუქი ლაქები კედლებზე, იატაკზე,ჭერზე ,ბეტონის შეერთებების ადგილას, აუცილებელია მივიღოთ ყველა ზომა მთლიანი და კომპლექსური ჰიდროიზოლაციის აღსადგენად, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი სახლის საძირკვლის სიმტკიცე და გამძლეობა.

თანამედროვე მშენებლობაში გამოყენებული ჰიდროსაიზოლაციო მასალები  მრავალფეროვანია, ისინი პირობითად შეიძლება დავყოთ რამოდენიმე ჯგუფად, რომელთაგან თითოეული ასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანას. პირველ ჯგუფს შეიძლება მივაკუთნოთ ჰიდროსაიზოლაციო მასალები, რომლებიც ბეტონის ზედაპირს იცავენ წყლისგან. ესენია რუბეროიდი, მოქნილი სახურავი (ბიკროსტი, ტექნოლასტი), ლიზოლი, პოლიმერული ფისი და სხვა. ყველა აღნიშნული მასალა მუშაობს დასაცავი კონსტრუქციისგან დამოუკიდებლად. მათ სხვანაირად მემბრანულ ჰიდროსაიზოლაციო მასალებადაც მოიხსენიებენ. ასეთი მასალები ფართოდ გამოიყენება სახურავებში. მაგრამ ამ მასალებით შეუძლებელია საიმედოდ დავიცვათ სარდაფები,შენობების საძირკვლები და აღვადგინოთ დაზიანებული ჰიდროიზოლაცია. გარდა ამისა გასათვალისწინებელია რომ აღნიშნული მასალები შეიძლება აძვრეს დასაცავ ზედაპირს.მათი გამოყენების ვადა ხშირ შემთხვევაში არ აღემატება 3-5 წელიწადს. სამწუხაროდ დღეს უამრავია შემთხვევა, როცა ირღვევა ტექნოლოგია შენობის ჰიდროიზოლაციისას, როგორც წესი ხშირად სამუშაოებს ასრულებს არაკვალიფიციური პერსონალი.

ჰიდროიზოლაციის დარღვევის ზედაპირული ნიშნები უსიამოვნოა, აზიანებს მოპირკეთებას, მაგრამ საერთო ჯამში არც ისე საშიშია. საკმაოდ განსხვავებულია შემთხვევა, როდესაც დაზიანებულია ჰიდროიზოლაცია და მიმდინარებს თვალით უხილავი არმატურის რღვევა. ადგილებში სადაც არმატურა, ბეტონი და წყალი კონტაქტშია ერთმანეთთან, მეტალის კოროზია მიმდინარეობს სწრაფი ტემპით, არმატურა კი იცავს საძირკველს და მთლიან შენობას მიწისქვეშა ბიძგებისგან. ნებისმიერმა მშენებელმა იცის, თუ სახურავი ირღვევა იგი უნდა გამოიცვალოს, მაგრამ თუ იშლება საძირკველი, მწყობრიდან გამოდის მთელი შენობა. ამიტომ შენობის ჰიდროიზოლაციის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. სარდაფის ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობის ცუდი ჰიდროიზოლაცია, ეს არა მხოლოდ ჩამოცვენილი ნალესია, დასველებული კედლებია, დარღვეული სანიტარული ნორმებია, არამედ ეს არის მთლიანი შენობის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება. ხარისხიანი ჰიდროიზოლაცია უკავშირდება ამ შენობაში მაცხოვრებელთა უსაფრთხოებას და შენობის ექსპლუატაციის ხანგძლივობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი #1 - ქ.თბილისი, აგლაძის 39ბ
#2 - ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა 105ა

ტელეფონი+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;
568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - პარ, 10:00 - 18:00