რატომ პენეტრონი?
-პენეტრონი ათწლეულობით გამოცდილი მასალაა. ის გამოყენებულია მილიონობით ობიექტზე მთელი -მსოფლიოს მასშტაბით. არ ყოფილა შემთხვევა, რომ პენეტრონის ჯგუფის მასალებს არ გაემართლებინა თავისი დანიშნულება ან წარმოჩენილიყო ცუდი მხრიდან, ის გლობალური ბრენდია, რომლის ხარისხი დროითა და პრაქტიკით არის დადასტურებული.
-პენეტრონის გამოყენების ტექნოლოგია მარტივია. პენეტრონ-ადმიქსი შეერევა ბეტონს მომზადებისასს და საკმარისია მხოლოდ ჩამოსხმა; ხოლო კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში წაესმევა მას ნებისმიერი მხრიდან და შეღწევადი თვისების საშუალებით ატანს მთელ ბეტონში.
-პენეტრონს გააჩნია მასალების მთელი კომპლექსი და ტექნოლოგია, რომელიც შეუცვლელია დაზიანებული და წყალგაუმტარი ბეტონის კონსტრუქციების აღსადგენად. ამდაგვარად, ძველის დანგრევა აუცილებელი არ არის, მისი რესტავრაცია შესაძლებელია პენეტრონით.
-პენეტრონი კომპლექსურად იცავს ბეტონს არა მარტო წყლისა და ნესტისაგან, არამედ სხვა აგრესიული გარემოსგანაც. კერძოდ, მედეგია სულფატების, ტუტე, მჟავა, PH, ზღვის წყლის, ნავთობის მიმართ. იზრდება კონსტრუქციის ყინვაგამძლეობა. ამგვარად, მისი გამოყენება შიეძლება კაშხალებში, დამბებში, პორტებში, გამწმენდ ნაგებობებში, სასმელი წყლის რეზერვუარებში, ნათვოსაცავებში, მიწისქვეშა ნაგებობებში, ბრტყელ გადახურვებში.
-პენეტრონი, შეიძლება ითქვას, რომ “ჭკვიანი” მასალაა. მისით დამუშავებული ბეტონი იძენს თვითაღდგენისა და თვითმკურნალობის თვისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მიკრობზარების გაჩენის შემთხვევაში, პენეტრონის მოლეკულები იწყებს გამრავლებას და ნაპრალებს ამოავსებს წყალში უხსნადი კრისტალებით და ეს პროცესი პერმანენტულია. ე.ი., ჰიდროიზოლაცია არ ირღვევა.
-პენეტრონიანი ბეტონის ჰიდროსტატიკური მაჩვენებელი აღწევს W 20 = 20 ატმოსფეროს! სხვა დანამატებისა კი W 8-მდეა, თან პლასტიპიკატორების მოქმედება დაფუძნებულია ფორების შემცირებაზე, ხოლო პენეტრონისა – კი ამოვსებაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა დანამატებისაგან დამზადებული ბეტონი არ არის დაცული მიკრობზარებისგან, რაც აუცილებლად ჩნდება ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში და იწვევს ჰიდროიზოლოციის დარღვევას, პენეტრონს კი გააჩნია ზემოთ აღნიშნული “ჭკვიანი” თვისება თვითმკურნალობისა და აღდგენისა და ჰიდროიზოლაცია ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.
-პენეტრონი სამუდამოდ და გარანტირებულად იცავს ბეტონს მთელი მისი არსებობის მანძილზე. მისი მუშაობის პერიოდი იმდენივეა, რამდენსაც ძლებს თავად კინსტრუქცია. მაშინ, როცა ჰიდროიზოლაციის სხვა სახეობები პერიოდულად შესაცვლელია და მრავალგზის სარემონტო დანახარჯებთან არის დაკავშირებული.შეიძლება ითქვას, რომ პენეტრონი პრაქტიკულად უვადოა.
-პენეტრონი ეკოლოგიურად სუფთაა და უვნებელი. ის ბეტონის ზედაპირზე ფენას არ ტოვებს, არ ხდება “ჩახუთვა,” ბეტონი აგრძელებს სუნთქვას. პენეტრონი დაშვებულია სასმელ წყალთან.
-პენეტრონის წარმოება სერთიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემით ISO 9001. ის ფლობს ყველა საჭირო სერთიფიკატს და მისი ხარისხიანობა დადასტურებულია მსოფლიოს ცნობილი და ავტორიტეტული ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების მიერ.
-პენეტრონი, შეიძლება დავასკვნათ, რომ არის სრულყოფილი ჰიდროიზოლაცია, რომელსაც ბადალი არა ჰყავს მსოფლიოში თავისი უნიკალურობითა და ინოვაციურობით!