პენეტრონი – მასობრივი მოხმარების პროდუქტი

პენეტრონი გამოყენებულია მილიონობით ობიექტზე მსოფლიოს მასშტაბით. მსხვილი და საწარმოო დანიშნულების მქონე პროექტების გარდა, რომლებშიც მოიაზრება ჰესები, პორტები, დამბები, წყალსაცავები, აუზები, გამწმენდი ნაგებობები, გვირაბები, მეტროპოლიტენი და ა.შ. ამ პროდუქტს აქტუალურად იყენებენ კერძო ბინათმშენებლობაშიც.

გარდა იმისა, რომ პენეტრონი გამოიყენება საძირკველების და სახურავების ჰიდროიზოლაციაში, მას ასევე შეუძლია გაუმკლავდეს წყლისა და ნესტისგან წარმოქმნილ პრობლემებს შენობის სხვა ადგილებშიც. ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუ როგორი კლიმატია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ მის ზღვისპირეთში. ხშირი წვიმებისა და ნესტისგან თავდასაცავად,ადგილობრივ მოსახლეობას კედლებზე სხვადასხვა მოსაპირკეთებელი საშუალებების გაკვრა ხშირად უწევთ.სამწუხაროდ,ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ეს ყველაფერი საკმარისი არაა, თან მსგავსი საშუალებები მნიშვნელოვნად ამახინჯებს შენობების იერსახესაც.

პენეტრონის კედელზე წასმით თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ დაცვას, არამედ გამორჩეული არქიტექტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობასა და მოსაპირკეთებელ მასალებზე უარის თქმით, ეკონომიის გაკეთების საშუალებასაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას- ბინებში სველი წერტილებია. არავინ არის დაცული ძვირადღირებული რემონტის ჩარეცხვისგან, აბაზანაში ღიად დატოვებული ონკანის გამო, განსაკუთრებით კი შვებულებების პერიოდში. ხშირ შემთხვევაში,ასევე დაუცველიაღია აივნები და ტერასები. მათში ატანს წყალი, რაც იწვევს არმატურის კოროზიას და ბეტონის დაშლას. ექედან გამომდინარე კი თავს იჩენსუამრავი, სხვადასხვა პრობლემა.

პენეტრონის მასალებს იყენებენ მთლიანი შენობების დასამუშავებლადაც. ამის კარგი მაგალითია კომპანია „ხარება“, რომელმაც პენეტრონი ყვარელში, ღვინის გვირაბებში გამოიყენა. ასევე, სასტუმრო „ქროუნ პლაზას“ ბორჯომში, სადაც ყველა სართულის ფილა დამუშავებულიაპენეტრონით და შესაბამისადსასტუმროს რემონტი და ავეჯი დაცულია სამუდამოდ!

სამწუხაროდ, ბინათმშენებლებისგან ვერ მოვითხოვთ კორპუსების ფილებში პენეტრონის გამოყენებას, რადგან ეს მათთვის დამატებითი ხარჯია. თუმცა ამ საკითხის მოგვარება საკუთარი ინიციატივითაცაა შესაძლებელი. საკმარისია თქვენს ბინაში, მოჭიმვებში შეურიოთ პენეტრონი, რაც საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ (ერთი კვადრატული მეტრის ფასი 2-3 ლარი), ასევე შეგიძლიათამ მასალით დაამუშავოთ აბაზანები, ამით თქვენი ბინა დაცული იქნება ნესტისა და წყლისაგან და აღარც მეზობელს ავნებთ.

თუ თქვენ გსურთ, რომ აბაზანაში, აივნებზე, ტერასებზე, ბრტყელ გადახურვებში გქონდეთ გარანტირებული ჰიდროიზოლაცია ან არ ჩაირეცხოს რემონტი, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ პენეტრონი!

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი #1 - ქ.თბილისი, აგლაძის 39ბ
#2 - ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა 105ა

ტელეფონი+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;
568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - პარ, 10:00 - 18:00