პენეტრონი

პენეტრონი

პენეტრონი ზედაპირზე წასასმელი მასალაა, რომელიც ბეტონს ანიჭებს წყალგაუმტარობას  და ყოველმხრივ იცავს მას. იგი შედგება პორტლანდცემენტისგან, გარკვეული გრანულომეტრიის კვარცის ქვიშისა და აქტიური ქიმიური კომპონენტებისგან. პენეტრონი შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა სტრუქტურის ბეტონებში, როგორც ძველის, ისე ახალის შემთხვევაში. არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ მხარეს წაესმება პენეტრონი, შიდას თუ გარეთას, აგრეთვე წყლის დაწნევის მიმართულებას ბეტონში. პენეტრონი მოხმარებისთვის საკმარისია აირიოს წყალში.

 

გამოყენების სფეროები

 

  • ჰესები
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობები
  • კაშხალები
  • პორტები
  • თავდაცვითი ნაგებობები
  • სასმელი წყლების რეზერვუარები
  • საძირკველის ფილები და კედლები
  • გვირაბები და მიწისქვეშა ნაგებობები
  • მიწისქვეშა ავტოსადგომები
  • მიწისქვეშა საცავები
  • მეტროპოლიტენი
  • ბასეინები და არხები
  • ხიდები
  • გამწმენდი ნაგებობები
  • კონსტრუქციული გადაბმები, ნაკერები, ბზარები
  • საკანალიზაციო კოლექტორები
  • ნავთობპროდუქტების საცავები
  • საკვები პროდუქტების საცავები
  • ბეტონის დამბები და დოკები
  • ბირთვული საწვავის ნარჩენების სამარხები

 

უნიკალური თვისებები და უპირატესობანი

 

  • წინააღმდეგობას უწევს განსაკუთრებულად მაღალ ჰიდროსტატიკურ დაწნევას ბეტონის როგორც შიგნითა, ისე გარეთა მხრიდან.
  • ავსებს ფორებს, კაპილარებს და მიკრობზარებს ზომით 0,4 მმ-მდე.
  • იქცევა ბეტონის ერთიან და განუყოფელ ნაწილად.
  • განსაკუთრებულად მედეგია ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ.
  • ზრდის ბეტონის სიმკვრივეს და სიმტკიცეს.
  • იცავს მეტალს კოროზიისგან.
  • ეფექტი მუდმივია და არსებობს მანამ, სანამ არსებობს ბეტონი.
  • მედეგია მექანიკური ზემოქმედების მიმართ.
  • თავსებადია სასმელ წყალთან.
  • ბეტონი განაგრძობს „სუნთქვას“.
  • არატოქსიკურია.
  • გამოყენება არის მარტივი და იაფი სხვა სახის ჰიდროიზოლაციასთან შედარებით.
  • გამოიყენება სხვადასხვა კლიმატურ გარემოში.

 

ტექნიკური მახასიათებლები

 

პროდუქციის სახე: ფხვნილი

ფერი: ნაცრისფერი

სიმკვრივე: 1,25 კგ/1

გამოყენების დრო: 30 წუთი

გამოშრობის დრო: 2 საათი

სასმელ წყლებთან შესაბამისობა: თავსებადია

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე

პლასტიკური ვედრო – 25 კგ.

 

აღნიშნულ მონაცემები დაფუძნებულია ლაბორატორიულ პირობებზე, მათზე შესაძლებელია გავლენა იქონიონ კლიმატურმა პირობებმა, ტემპერატურამ და სხვა.

 

დოზირება

 

  • წყალდამჭერ სტრუქტურებში: პენეტრონის 2 ფენად დატანისას 0,65-0,80 კგ/მ2, პენეტრონის ხსნარის დატანა ხდება ფუნჯით ან შეფრქვევით. პენეტრონის ხარჯი იზრდება ბეტონის ზედაპირის უსწორმასწორობის და რელიეფური სირთულის შემთხვევაში.
  • კონსტრუქციულ ნაკერებში: 1,5 კგ/მ2 პენეტრონი ხსნარის ან ფხვნილის სახით შემდეგი ფენა ბეტონის დადებისას.

 

 

ზედაპირის მომზადება

 

  • ბეტონის ზედაპირი, რომელზედაც დატანილი უნდა იქნას პენეტრონი, უნდა იყოს სუფთა, ჩანდეს მისი ფოროვანი სტრუქტურა.
  • მაღალი დაწნევის წყლის ჭავლით ან მექანიკური გზით (მეტალის ჯაგრისი, პერფორატორი) ბეტონს უნდა მოშორდეს ცხიმები, სხვა მინარევები, სუსტი ადგილები, ცემენტის აპკი და მაქსიმალურ სიღრმეზე გაიჟღინთოს წყლით.
  • ბეტონი უნდა იყოს გაჟღენთილი წყლით, ზედაპირი უნდა იყოს სველი და არა წყლიანი.

 

 

 

  • ნარევის მომზადება

 

  • პენეტრონი მექანიკური გზით უნდა აირიოს სუფთა წყალში ისე, რომ მივიღოთ არაჟანისებური მასა. 400 გრამი წყალი უნდა დაესხას 1 კგ პენეტრონის ფხვნილს (და არა პირიქით), აერიოს ხელით ან დაბალბრუნიანი დრელით. უნდა მომზადდეს ისეთი რაოდენობა, რომ გამოყენებული იქნას 30 წუთში, ამ ხნის განმავლობაში რეგულარულად ავურიოთ, წყლის დამატება დაუშვებელია.

 

 

 

თანმდევი პროცედურები

 

პენეტრონის ხსნარის დატანა ხდება სინთეტიკური ფუნჯით, პირველი ფენის დატანის შემდეგ, მეორე ფენის დატანა უნდა მოხდეს არაუადრეს 2 საათისა და არაუგვიანეს 6 საათისა.

ბეტონის ზედაპირის დამუშავების შემდეგ, ზედაპირი 3 დღის განმავლობაში უნდა შენარჩუნებული იქნას ნოტიო მდგომარეობაში (რეგულარულად მოირწყას), თავიდან იქნას აცილებული მზის სხივების, ქარის და ყინვის პირდაპირი ზემოქმედება. ამ შემთხვევებში დაცული იქნას პოლიეთილენით ან სქელი ქსოვილით.

 

 

შენიშვნები

 

  • არ შეიძლება პენეტრონის გამოყენება +0C ტემპერატურის ქვემოთ.
  • პენეტრონი არ შეიძლება იქნას გამოყენებული ახალ ბეტონში დანამატის სახით.
  • პენეტრონი შეიცავს ცემენტს.
  • აიცილეთ პენეტრონის მოხვედრა კანზე და თვალებში, ასეთ შემთხვევაში დაიბანეთ სუფთა წყლით. მუშაობისას გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.
  • არ დაუშვათ ბავშვებთან კონტაქტი.

 

 

 

მწარმოებლის გარანტია

 

პენეტრონის ჯგუფის მასალების მწარმოებლები  ICS/Penetron International Ltd (აშშ) და კომპანიათა ჯგუფი „პენეტრონ-როსია“ (რუსეთი, ეკატერინბურგი) იძლევიან გარანტიას, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი შეესაბამება თანამედროევე სტანდარტებს და შეიცავენ ყველა აუცილებელ კომპონენტს შესაბამისი პროპორციით.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი #1 - 0160, ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას პროსპექტი 16, 10 სრთ. ოფისი 1008, 1009
#2 - ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა 105ა

ტელეფონი+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;
568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - პარ, 10:00 - 18:00