პენეტრონ ადმიქსი

პენეტრონ ადმიქსი

პენეტრონ ადმიქსი არის დანამატი ახალ ბეტონებში და იგი ემატება მას გამოყენების წინ.

 

პენეტრონ ადმიქსი  შედგება პორტლანდცემენტისგან, გარკვეული გრანულომეტრიის კვარცის ქვიშისა და აქტიური ქიმიური კომპონენტებისგან. ეს ქიმიური დანამატები რეაგირებენ წყალთან ახალ ბეტონში და ცემენტის ჰიდრატაციის შედეგად მიღებულ ნივთიერებებთან, ამ დროს მიმდინარე რეაქციების შედეგად წარმოიქმნება უხსნადი კრისტალები ბეტონის ფორებში, კაპილარებში და მიკრობზარებში.

 

შედეგად, ბეტონი ხდება სამუდამოდ წყალგაუმტარი, აგრეთვე საიმედოდ დაცული სხვადასხვა ქიმიურად აგრესული გარემოსაგან. ბეტონი დაცულია აგრეთვე მკვეთრი ეკოლოგიური პირობების ცვლილებისას.

 

გამოყენების სფეროები

 

 

  • რეზერვუარები
  • საცურაო აუზები
  • გვირაბები, შახტები და ხიდები
  • აკვარიუმები
  • მიწისქვეშა ნაგებობები
  • მიწისქვეშა ავტოსადგომები და საცავები
  • მეტროპოლიტენი
  • საძირკვლები
  • წყალსაქაჩი და გამწმენდი ნაგებობები
  • ქიმიური ქარხნები
  • რადიაქტიული ნარჩენების სამარხები
  • ატომური რეაქტორები და სხვა

 

უნიკალური თვისებები და უპირატესობანი

 

  • წინააღმდეგობას უწევს განსაკუთრებულად მაღალ ჰიდროსტატიკურ დაწნევას ბეტონის როგორც შიგნითა, ისე გარეთა მხრიდან.
  • ავსებს ფორებს, კაპილარებს და მიკრობზარებს ზომით 0,4 მმ-მდე.
  • იქცევა ბეტონის ერთიან და განუყოფელ ნაწილად.
  • განსაკუთრებულად მედეგია ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ.
  • ზრდის ბეტონის სიმკვრივეს და სიმტკიცეს.
  • იცავს მეტალს კოროზიისგან.
  • ეფექტი მუდმივია და არსებობს მანამ, სანამ არსებობს ბეტონი.
  • მედეგია მექანიკური ზემოქმედების მიმართ.
  • თავსებადია სასმელ წყალთან.
  • ბეტონი განაგრძობს „სუნთქვას“.
  • არატოქსიკურია.
  • გამოყენება არის მარტივი და იაფი სხვა სახის ჰიდროიზოლაციასთან შედარებით.
  • გამოიყენება სხვადასხვა კლიმატურ გარემოში.

 

 

 

ტექნიკური თვისებები

 

ჩვეულებრივ პირობებში, პენეტრონ ადმიქსი რამდენადმე აჩქარებს ბეტონის გამყარების პროცესს, ამავე დროს, გარკვეულმა გარემოებებმა, ბეტონის ტემპერატურამ, მისმა შემადგენლობამ და კლიმატურმა პირობებმა, შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესის უმნიშვნელოდ დამუხრუჭება.

დოზირების ნორმა შეადგენს ცემენტის რაოდენობის 0,8%-ს წონის მიხედვით.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

დაფასოება:  ქაღალდის ფუთა – 18კგ.; პლასტიკური ვედრო – 25 კგ.

დიდი პროექტებისთვის დასაშვებია სპეციალური დაფასოების გამოყენება.

 

შენიშვნა:  ობიექტის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე და სპეციალური მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პენეტრონ  ადმიქსის ხარჯი გაიზარდოს 2-3%-მდე. ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართოთ პენეტრონის ადგილობრივ წარმომადგენლობას ან ICS/PENETRON International Ltd-ს ტექნიკურ დეპარტამენტს.

 

თანმდევი პროცედურები

 

  • პენეტრონ ადმიქსი ემატება ბეტონ მისი მომზადების პროცესში ან მზა ბეტონს სამშენებლო მოედანზე.
  • ბეტონის ადგილზე, ხელით მომზადებისას, შესაბამისი რაოდენობის პენეტრონ ადმიქსის ფხვნილი მოეყრება ხრეშისა და ქვიშის ნარევს, შემდეგ ნარევს ემატება ცემენტი, რის შემდეგ საჭიროა კვლავ გადარევა. მომზადებულ ნარევს უნდა დაემატოს წყალი და მომზადდეს ბეტონი საპროექტო კონსისტენციის და იგი მზად არის გამოსაყენებლად.
  • სამშენებლო მოედანზე პენეტრონ ადმიქსის წყალში პროპოციით 1:1 გახსნილი (არეული) ფხვნილი და შედეგად მიღებული ნარევი პირდაპირ ისხმება „მიქსერში“ და 5-6 წუთი გადარევის შემდეგ ბეტონი მზად არის გამოსაყენებლად. პენეტრონ ადმიქსის ხსნარი უნდა მომზადდეს ობიექტზე „მიქსერის“ მოსვლისთანავე.
  • ბეტონის ქარხანაში, გარკვეული რაოდენობა პენეტრონ ადმიქსის ფხვნილი ემატება ხრეშისა და ქვიშის ნარევს, 2-3 წუთი გადარევის შემდეგ, ემატება ცემენტი და კვლავ გადაერევა, შემდეგ პროცესი მიმდინარეობს საპროექტო სქემით.

 

არ შეიძლება პენეტრონ ადმიქსი დაემატოს მზა ბეტონს ფხვნილის სახით, რათა აცილებული იქნას ბეტონში მასალის არათანაბრი გადანაწილება.

 

შენიშვნები:

 

  • პენეტრონ ადმიქსის დამატება ბეტონში იწვევს მისი სიმკვრივისა და სიმტკიცის მაჩვენებლების გაზრდას.
  • პენეტრონ ადმიქსი არ უნდა ინახებოდეს +7C გრადუსზე მცირე ტემპერატურის პირობებში.
  • დამატებისას, ბეტონის მინიმალური ტემპერატურა უნდა იყოს +4
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში პენეტრონ ადმიქსის სხვა პროდუქტებთან თავსებადობის საკითხი უნდა განხილულ იქნას ICS/PENETRON International Ltd-ს ტექნიკურ დეპარტამენტში ან მიმართოთ პენეტრონის ადგილობრივ წარმომადგენლობას.
  • პენეკრიტმა კონტაქტისას შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების გაღიზიანება.
  • ასეთ შემთხვევაში მოიბანეთ ეს ადგილები სუფთა წყლით.
  • პენეკრიტთან მუშაობისას რეკომენდებულია რეზინის ხელთათმანების გამოყენება.
  • არ უნდა დავუშვათ ბავშვების კონტაქტი პენეკრიტთან.
  • გართულებების თავიდან აცილების მიზნით და კონსულტაციების მისაღებად უნდა მიმართოთ ICS/PENETRON International Ltd-ს ან პენეტრონის ადგილობრივ წარმომადგენელს.

 

მწარმოებლის გარანტია

 

პენეტრონის ჯგუფის მასალების მწარმოებლები  ICS/Penetron International Ltd (აშშ) და კომპანიათა ჯგუფი „პენეტრონ-როსია“ (რუსეთი, ეკატერინბურგი) იძლევიან გარანტიას, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი შეესაბამება თანამედროევე სტანდარტებს და შეიცავენ ყველა აუცილებელ კომპონენტს შესაბამისი პროპორციით.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი 0160, ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას პროსპექტი 16, 10 სრთ. ოფისი 1008, 1009

ტელეფონი+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - პარ, 10:00 - 18:00