პენეკრიტი

პენეკრიტი

პენეკრიტი არის მზა დამხმარე მასალა რკინაბეტონის კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციისთვის. ის შედგება პორტლანდცემენტისგან, გარკვეული გრანულომეტრიის კვარცის ქვიშისა და აქტიური ქიმიური კომპონენტებისგან.

 

პენეკრიტი გამოიყენება მაღალი ჰიდროსტატიკური დაწნევის ქვეშ მყოფი მონოლითურ და ასაწყობი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში  ბზარების, ნაკერების, გადაბმების,  შემავალი კომუნიკაციების, კონსტრუქციული ბმების ჰიდროიზოლაციისთვის.

პენეკრიტი გამოიყენება მხოლოდ პენეტრონთან ერთობლიობაში.

 

პენეკრიტის აქტიური ქიმიური შემადგენლობა წყალთან შერევის შემდეგ, წარმოქმნის უხსნად კრისტალებს. ამ პროცესის შედეგად, რამდენიმე დღეში ხდება კაპილარების და ფორების სრული ბლოკირება და პენეკრიტის მასა წყალგაუმტარია განსაკუთრებით მაღალი ჰიდროსტატიკური დაწნევის პირობებში.

 

პენეკრიტი გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით,  არაჯდომადობით,  დიდი შეჭიდულობით (ადგეზია) ბეტონთან, მეტალთან, აგურთან და ბუნებრივ ქვებთან.

 

 

გამოყენების სფეროები

 

  • საძირკველის ფილები და კედლები
  • გვირაბები და მიწისქვეშა ნაგებობები
  • მიწისქვეშა ავტოსადგომები
  • მიწისქვეშა საცავები
  • მეტროპოლიტენი
  • ბასეინები და არხები
  • ხიდები
  • გამწმენდი ნაგებობები
  • საკანალიზაციო კოლექტორები
  • ნავთობპროდუქტების საცავები
  • საკვები პროდუქტების საცავები
  • საცურაო აუზები
  • აკვარიუმები და სხვა

 

 

 

 

 

უნიკალური თვისებები და უპირატესობანი

 

  • წინააღმდეგობას უწევს განსაკუთრებულად მაღალ ჰიდროსტატიკურ დაწნევას ბეტონის როგორც შიგნითა, ისე გარეთა მხრიდან.
  • ავსებს ბზარებს რომელთა ზომა აღემატება 0,5 მმ-ს.
  • იქცევა ბეტონის ერთიან და განუყოფელ ნაწილად.
  • განსაკუთრებულად მედეგია ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ.
  • ეფექტი მუდმივია და არსებობს მანამ, სანამ არსებობს ბეტონი.
  • თავსებადია სასმელ წყალთან.
  • ბეტონი განაგრძობს „სუნთქვას“.
  • არატოქსიკურია.
  • გამოყენება არის მარტივი და იაფი სხვა სახის ჰიდროიზოლაციასთან შედარებით.
  • გამოიყენება სხვადასხვა კლიმატურ გარემოში.
  • არის არაორგანული, არავითარი პოლიმერი.

 

მომზადება და თანმდევი პროცედურები

 

  • ბზარების, ნაკერების, გადაბმების მთელს სიგრძეზე, შემავალი კომუნიკაციების გარშემო ამოღებული იქნას U-ს კონფიგურაციის ღარი ზომებით 20X20 მმ. ღარი რკინის ჯაგრისით ან წყლის მაღალი წნევის ჭავლით უნდა გაიწმინდოს ჭუჭყისაგან, ცხიმებისგან, სხვა მინარევებისგან, სუსტი ადგილები მოშორდეს პერფორატორით.
  • ღარი გაიჟღინთოს წყლით და ფუნჯით წაესვას პენეტრონი – 0,1 კგ/გრძ.მ.-ზე. პენეტრონით დამუშავებიდან 2 საათში, ღარი ამოვსებული უნდა იქნას პენეკრიტით. პენეკრიტით ამოვსებული ღარი, უნდა დამუშავდეს პენეტრონით ორჯერადად.
  • პენეკრიტის ერთი ფენა არ უნდა აღემატებოდეს 30 მმ-ს. უფრო მეტი ზომის ღარის ამოსავსებად, პენეკრიტი უნდა ჩაიდოს რამდენიმე ფენად. ღრმა ღარის ამოსავსებად, შესაძლებელია პენეკრიტის მასას დაემატოს გარეცხილი კენჭები 5-10 მმ ფრაქციის 50% რაოდენობის მოცულობით.
  • პენეტრონით ღარის დამუშავება პენეკრიტის ჩადების შემდეგ უნდა განხორციელდეს არაუადრეს 2 საათისა და არაუგვიანეს 6 საათისა.
  • პენეკრიტის ფხვნილი უნდა აირიოს სუფთა წყალში შემდეგი პროპორციით: 200 გრამი წყალი 1 კგ პენეკრიტზე, ან 1 ნაწილი წყლისა 4 ნაწილ პენეკრიტზე მოცულობით. წყალი უნდა დაესხას ფხვნილს და არა პირიქით.
  • მიღებული მასა არის პლასტილინისმსგავსი ნარევი. უნდა მომზადდეს იმდენი, რომ გაიხარჯოს 30 წუთში, წყლის დამატება დაუშვებელია.
  • 20X20 მმ ზომის ღარის შემთხვევაში პენეკრიტის ხარჯი არის 1,8 კგ/გრძ.მ.-ზე.

 

 

 

 

ტექნიკური მახასიათებლები

 

პროდუქციის სახე: ფხვნილი

ფერი: ნაცრისფერი

სიმკვრივე: 1,25 კგ/1

გამოყენების დრო: 30 წუთი

გამოშრობის დრო: 2 საათი

სასმელ წყლებთან შესაბამისობა: თავსებადია

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე

შეფუთვა:პლასტიკური ვედრო – 25 კგ.

 

უსაფრთხოების ღონისძიებები

 

პენეკრიტმა კონტაქტისას შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების გაღიზიანება.

ასეთ შემთხვევაში მოიბანეთ ეს ადგილები სუფთა წყლით.

პენეკრიტთან მუშაობისას რეკომენდებულია რეზინის ხელთათმანების გამოყენება.

არ უნდა დავუშვათ ბავშვების კონტაქტი პენეკრიტთან.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით და კონსულტაციების მისაღებად  უნდა მიმართოთ ICS/PENETRON International Ltd-ს ან პენეტრონის ადგილობრივ წარმომადგენელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი 0160, ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას პროსპექტი 16, 10 სრთ. ოფისი 1008, 1009

ტელეფონი+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - პარ, 10:00 - 18:00