სკრეპა М600 საინექციო

სკრეპა М600 საინექციო

სპეციალური უკლები მშრალი ნაერთი სამშენებლო ნაგებობებში არსებული სიცარიელების ამოსავსებად.

 

აღწერილობა:

მშრალი სამშენებლო ჰიდროსაიზოლაციო საინექციო ნაერთი შედგება: წვრილდისპერსიული პორტლანდცემენტისა და აქტიური ქიმიური დანამატისაგან.

 

დანიშნულება:

სამშენებლო კონსტრუქციების 0,4მმ-ზე მეტი ზომის ნაკერების ბზარების, სიცარიელების, ამოვსება ინექციის მეთოდით, აგრეთვე წყალგაუმტარების უზრუნველყოფა დუღაბსატუმბის საშუალებით. გამოიყენება ჩამოსხმული შეუკლები ბეტონების შემკვრელად. აგრეთვე ანკერების გასამაგრებლად. იმისდა მიხედვით, თუ სად გამოიყენება კონსისტენცია წყლით გაჯერებისას შეიძლება ვარირებდეს პლასტიკურიდან მაღალ დენადამდე.

თვისებები:

აქვს მაღალი სიმტკიცე კუმშვაზე მოკლე დროში გამყარებისას. წყალთან ადუღაბებისას წარმოქმნის მაღალდენად, პლასტიკურ ადვილად ჩაწყობად ნაერთს.შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომელბიც უზრუნველყოფენ მაღალ ადგეზიასა და სიმტკიცეს. აქვს მაღალი წყალგაუმტარობა, ყინვაგამძლეობა, კოროზიამედეგობა, ცვეთამედეგობა, ხანგამძლეობა და ჩაჯდომის არარსებობა.

ტექნიკური მახასიათებლები:

მაჩვენებლის დასახელება მაჩვენებლის მნიშვნელობა კონსისტენციის მიხედვით
პლასტიკური თხევად-პლასტიკ. მაღალდენადი
მასალის ტენიანობა მასის მიხედვით         0,3
გარე იერსახე რუხი ფერის ფხვიერი ფხვნილი, მექანიკური მინარევების გარეშე
ნაყარი სიმკვრივე  სტანდარტულ მდგომარეობაში კგ/მ3      880±70
ძვრადობა მმ, არაუმცირეს 100 150 150
საწყისი ძვრადობის შენარჩუნება წთ,  არაუმცირეს 90 150 150
გამაგრების დრო,წთ

-დაწყება
-დამთავრება

 

140

300

 

240

540

 

360

660

სიმტკიცე კუმშვაზესიმტკიცე კუმშვაზე მპა:

-2 დღის შემდეგ
-28 დღის შემდეგ

40
65
35
60
15
50
ჯდომის დეფორმაცია

(გაფართოება) %  არაუმცირეს

+0,04 +0,02 +0,01
ბეტონთან  შეჭიდულობის სიმტკიცე (ადგეზია), მპა, არაუმცირეს

-2 დღის შემდეგ
-28 დღის შემდეგ

0,6
1,3
0,6
1,3
0,6
1,0
წყალგაუმტარობის მარკა W, არაუმცირეს        W12

 

სკრეპა М600 საინექციო გამოიყენება მზიდი ბეტონისა და რკინაბეტონის ნაგებობების სარემონტოდ როგორიცაა

-შახტები

-გვირაბები

-კაშხალები

-საძირკველები

-ბეტონის დოკები

-მეტროპოლიტენი

-საქაჩი სადგურები

-მიწისქვეშა პარკინგები

-გამწმენდი ნაგებობები

-ნავთობპროდუქტების საცავები

-საწარმოო სათავსოები

-ჰიდროტექნიკური ნაგებობები

-ქიმიური ზემოქმედების ქვეშ არსებული ბეტონის ნაგებობები.

-რადიაციული ზემოქმედების ქვეშ არსებული ბეტონის ნაგებობები.

-გამომუშავებული ატომური საწვავის საცავები

შეფუთვა: პლასტიკური ვედრო (20კგ).

შენახვის ვადა 12 თვე

 

 

სკრეპა М600 გამოყენების ინსტრუქცია:

სამუშაოები სკრეპა M600-ის გამოყენებით უნდა ჩატარდეს როცა ბეტონის კონსტრუქციის და ჰაერის ტემპერატურა არის +5 -დან  +35-მდე.
ზედაპირის მომზადება:

ბეტონის გამოვლენილ ღრუში გაიბურღოს შპურები 100-150მმ დაშორებით. ბეტონის ბზარის შერჩევისას გაიბურღოს შპურები 45 -იან კუთხის დახრით, ჭადრაკის რიგით ბზარის ორივე მხარეს. დაშრება ბზარიდან შპურამდე უნდა იყოს კონსტრუქციის სისქის ნახევარი. შპური უნდა კვეთდეს ბზარს კონსტრუქციის სისქის შუაში. აუცილებელია შურების გამოქარვა შეკუმშული ჰაერით, ან გამოირეცხოს წნევის ქვეშ არსებული წყლით,  ამის შემდეგ უნდა მოხდეს ინექტორების მონტაჟი.

დუღაბის ნარევის მომზადება:

უნდა მომზადდეს დუღაბის ნარევის ისეთი მოცულობა, რომელიც გაიხარჯება 90-150 წუთის განმავლობაში. გამხსნელი წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 20+2. ტემპერატურის შემცირებისას იზრდება დუღაბის ნარევის შეკვრის დრო ტემპერატურის ზრდისას შეკვრის დრო მცირდება.

ცხრ. 1

კონსისტენცია პლასტიკური მაღალდენადი პლასტ-თხევადი
წყლის ხარჯი 1კგ-ზე 0,25 ლ 0,3 ლ 0,4 ლ

 

 

ოპტიმალური მეთოდია დაბალბრუნიანი (500-650 ბრ/წთ) დრელით შერევა. ხელით შერევისას ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად საჭიროა ენერგიული არევა. არევა უნდა მოხდეს 5წთ-ის განმავლობაში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ყურადღება! მომზადებულ ნარევზე წყლის ხელმეორედ დამატება დაუშვებელია. უნდა დამზადდეს დუღაბის ისეთი რაოდენობა, რამდენიც გაიხარჯება 90 წთ-ის განმავლობაში. პირვანდელი კონსისტენციის შესანარჩუნებლად უნდა მოხდეს დუღაბის ნაერთის პერიოდული მორევა.

 

გამოყენება:

„სკრეპაM600საინექციო’’ ინექტირებისთვისაუცილებელიახელისდგუშიანიტუმბოსНДМ-20-ის გამოყენება. ინექტირების პროცესი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ სისტემაში დაწნევა მკვეთრად არ მოიმატებს, ან დაწნევა 2-3 წუთის განმავლობაში არ იმატებს, ან სანამ საინექციო ნაერთი არ გადმოიღვრება მეზობელი შპურიდან. შემდეგ აუცილებელია დავაყენოთ შემდეგი ინექტორი და გავაგრძელოთ ინექტირების პროცესი. დუღაბის ნაერთის სიმბლანტის გაზრდისას აუცილებელია ტუმბო გამოირეცხოს წყლით, მომზადდეს ახალი პორცია დუღაბის ნაერთი და გაგრძელდეს ინექტირების პროცესი. ინექტორების მოშორების შემდეგ არსებული ღრუების ამოვსება უნდა მოხდეს „პენეკრიტის’’ დუღაბის ნაერთით. დამთავრებისას საინექციო მოწყობილობა უნდა გაირეცხოს წყლით. გამაგრებული „სკრეპა M600“ მოშორება შეიძლება მხოლოდ მექანიკურად.

მასალის ხარჯი: 2კგ- 1ლ სამშენებლო კონსტრუქციის ღრუზე.

დამუშავებული ზედაპირის მოვლა:

3 დღის განმავლობაში დამუშავებული ზედაპირი უნდა იყოს დაცული მექანიკური ზემოქმედებისაგან და გარემო ტემპერატურა არუნდა იყოს +5-ზე დაბალი. აღდგენილი ზედაპირი 3 დღე უნდა იყოს ტენიანი, რაც მიიღწევა დრო გამოშვებით წყლის შესხურებით ან პოლიეთილენის აფსკის დაფარებით.

უსაფრთხოების ღონისძიებები:

სამუშაო უნდა ჩატარდეს ტუტე გამძლე რეზინის ხელთათმანებით. ნაერთი შეიცავს პორტლანდცემენტს, რომელიც აღიზიანებ კანსა და თვალებს. წყალთან კონტაქტისას წარმოიქმნება ტუტე. თვალში მოხვედრისას მოიბანეთ წყლით და მიმართეთ ექიმს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი 0160, ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას პროსპექტი 16, 10 სრთ. ოფისი 1008, 1009

ტელეფონი+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - პარ, 10:00 - 18:00