კომპანიის შესახებ

პენეტრონის ისტორია საქართველოში ფაქტიურად 2007 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც შემოტანილ იქნა პენეტრონის ჯგუფის მასალების პირველი პარტია. უფრო ადრე კი, ივლისში შეიქმნა შპს „ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიები“, რომელიც გახდა კომპანიათა ჯგუფ „პენეტრონ -როსიას“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. „პენეტრონ-როსია“ თავის მხრივ ამერიკული კომპანია “ICS/Penetron International ltd”-გან ფლობს პენეტრონის ჯგუფის მასალების წარმოების და გავრცელების ექსკლუზიურ უფლებას მთელს ევრაზიულ სივრცეში.

საქართველოში უმალვე დაფიქსირდა მზარდი მოთხოვნა პენეტრონის ჯგუფის მასალებზე, რაც უპირველესად განაპირობა თვით მასალების უნიკალურმა თვისებებმა და შესაძლებლობებმა, აგრეთვე წარმომადგენლობის მიერ წარმართულმა სწორმა მარკეტინგულმა პოლიტიკამ.

წარმომადგენლობის საქმიანობის 9 წლის შედეგები ცხადყოფენ, რომ პენეტრონის შეღწევადი ჰიდროსაიზოლაციო სისტემა გახდა დომინანტი მასალა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, ის უკვე გამოყენებულია ასობით მნიშვნელოვან პროექტში, რამოდენიმე მათ შორის უნიკალური ხასიათისაა პროექტის მასშტაბებისა და ჰიდროიზოლაციის სირთულის თვალსაზრისით.

წარმომადგენლობის ამბიციური მიზანია პენეტრონმა შეაღწიოს ყველა ოჯახში და იქცეს ჭეშმარიტად სახალხო პროდუქტად, სამუდამოდ დაამარცხოს ნესტი საქართველოში.

წარმომადგენლობა მუდმივად ხვეწს საკუთარ საქმიანობას და აფართოებს მომსახურების სფეროს, იგი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს პოლიტიკას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი 0160, ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას პროსპექტი 16, 10 სრთ. ოფისი 1008, 1009

ტელეფონი+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - პარ, 10:00 - 18:00