მომავალი წლიდან ბათუმში ექსპლუატაციაში შევა კომპანია „რედ-კოს“ მფლობელობაში არსებული ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსი „ბათუმი თაუერი“.
როგორც ცნობილია თავიდან შენობა „ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის“ იყო გათვლილი და არ აკმაყოფილებდა მაღალი დონის სასტუმროსათვის აუცილებელ პირობებს, ამიტომ პროექტი გადაკეთდა და გვერდით ახალი შენობა აშენდა. „ბათუმი თაუერი“ყველაზე მაღალი შენობაა კავკასიაში. მასში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „LE MERIDIEN BATUMI”, რამოდენიმე რესტორანი, სპა ცენტრი, ღია და დახურული საცურაო აუზები და 75 ექსკლუზიური რეზიდენცია.
ჰიდროიზოლაციის მიზნით, როგორც ძველ, ისე ახალ შენობაში გამოყენებულია პენეტრონის სისტემის კაპილარული მოქმედების შეღწევადი ჰიდროსაიზოლაციო მასალები: პენეტრონ ადმიქსი (PENETRON ADMIX), პენეტრონი (PENETRON), პენეკრიტი (PENECRETE), პენეპლაგი (PENEPLUG) და პენებანდი (PENEBAND). კერძოდ, ახალ მიშენებაში პენეტრონით დამუშავდა 800მ2 ბეტონის ზედაპირი, პენეკრიტით 780 გრძ. მეტრი ბეტონის კონსტრუქციული ნაკერი და ბზარი, 2500-მდე სამონტაჟო ხვრელი, პენებანდით 10მ დეფორმაციული ნაკერი. აღნიშნული მასალების გამოყენებამ, უზრუნველყო ნაგებობის, მიწისქვეშ არსებული ბეტონის კონსტრუქციების სრული ჰიდროიზოლაცია და საიმედო დაცვა, ნებისმიერი აგრესიული გარემოსგან.