პენეტრონი- უნიკალური ჰიდროიზოლაციის საშუალება ნებისმიერი სახის ბეტონის ნაგებობისთვის

თანამედროვე მშენებლობაში არც ერთი ობიექტი არ შენდება ბეტონის გარეშე. იქნება ეს საკუთარი სახლი ქალაქგარეთ, თუ დიდი სავაჭრო ცენტრის შენობა ქალაქში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობისთვის ბეტონის გამოყენება ყველაზე აქტუალურია და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ის გრძელვადიანი, გამძლე მასალაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს პრაქტიკულად ნებისმიერი ფორმის ნაგებობა შევქმნათ. თუმცაარსებობს ერთი რამ, რასაც შეუძლია დიდი ხნის ზემოქმედების შედეგად, მთლიანად დაანგრიოს ნებისმიერი ბეტონის კონსტრუქცია. ეს წინააღმდეგობა არის წყალი. ტენიანობის ზემოქმედების შედეგად, ბეტონში არსებული რკინის კონსტრუქციები განიცდიან კოროზიას, თავად ბეტონი კი ნადგურდება და ინგრევა. იმისათვის,რომ თავიდან ავირიდოთ ბეტონზე წყლის აგრესიული ზემოქმედება, აუცილებელია ხარისხიანი ჰიდროიზოლაცია. ტრადიციულად ამისთვის იყენებენ რულონის ან წასასმელ მატერიებს. ისინი იცავენ ზედაპირს ტენიანობისგან, თუმცა ამასთან ერთად კონსტრუქციისგან დამოუკიდებლად მუშაობენ. ასეთი მატერია, რამდენიმე წელიწადში შესაძლოა მოშორდეს ბეტონის ზედაპირს, განადგურდეს და ბოლომდე დაკარგოს თავისი თვისებები. სტატისტიკურად, მსგავსი ტიპის ჰიდროიზოლაციის საშუალებები, სულ რაღაც 3 წლის შემდეგ, შესაძლოა საჭიროებდესხელახალ რემონტს.

 

rsz_41

 

სწორედ ამ პრობლემების გადაჭრისთვის, საუკეთესო გამოსავალია თანამედროვე ჰიდროიზოლაციის საშუალება პენეტრონი. რომელსაც თავისიუნიკალური თვისებების წყალობით ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში. ტრადიციულისაშუალებებისგან განსხვავებით, რომლებიც ბეტონს მხოლოდ გარედან იცავენ, პენეტრონის მასალა მოქმედებს მის სტრუქტურის შიგნით. მის შემადგენლობაში შედის აქტიური ქიმიური კომპონენტები, რომლებიც ბეტონის ფოროვან სტრუქტურაში ღრმად იჭრებიან და იქ ქმნიან უხსნადი კრისტალების ქსელს. შედეგად იქმნება ტენისთვის შეუღწევადი ბარიერი და თავად ბეტონი ხდება წყალგაუმტარი. პენეტრონის ერთ-ერთი საუკეთესო მხარე მისი მუდმივობაა. ის სამუდამოდ და გარანტირებულად იცავს ბეტონს მთელი მისი არსებობის მანძილზე. პენეტრონის ჰიდროიზოლაციის მოქმედება გრძელდება იქამდე,რამდენხანსაც ძლებს თავად ნაგებობა.

 

222

საინტერესოა ისიც, რომ პენეტრონის მასალების გამოყენება ძალიან მარტივია. ამ საქმეს ნებისმიერი ადამიანი გაართმევს თავს. ბეტონის ზედაპირის კარგად გაწმენდის შემდეგ, ერთმანეთში უნდა აირიოს პენეტრონის მშრალი მასალა დაწყალი.მიღებული თხევადი მასა კი თანაბრად უნდა წაესვასნაგებობას. ის მაშინვე დაიწყებს ბეტონში შეღწევას და წყალგაუმტარი კრისტალების შექმნას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პენეტრონის შეღწევადობა ბეტონში 60 სანტიმეტრს აღემატება. ამ მასალას აქვს თვითაღდგენისა და თვითმკურნალობის უნიკალური თვისება. თუ ექსპლოატაციის დროს ბეტონში გაჩნდა მიკრო ბზარები ან ნატეხები, მათში წყლის მოხვედრის შემთხვევაში კვლავ დაიწყება ქიმიური რეაქცია. პენეტრონის მოლეკულები დაიწყებენ გამრავლებასდა განახლდება კრისტალების ზრდის პროცესი, რომლებიც ამოავსებენ ნაპრალებს. რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესი პერმანენტულია და ჰიდროიზოლაცია არ ირღვევა.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სიკეთესთან ერთად, პენეტრონი ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი პროდუქტია.ის ბეტონის ზედაპირზე ფენას არ ტოვებს, ბეტონი აგრძელებს სუნთქვას და არ ხდება ჩახუთვა.მათი გამოყენება წყლის რეზერვუარებშიცაა შესაძლებელი. პენეტრონის მასალა გამოყენებულია მილიონობით ობიექტზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.მას იყენებენ ჰესების და აეროპორტების, პორტების, კაშხლების, მიწისქვეშა ნაგებობების და ა.შ. მშენებლობისას.

პენეტრონს გააჩნია უნიკალური მასალების მთელი კომპლექსი და ტექნოლოგია, რომელიც შეუცვლელია წყალგაუმტარი და დაზიანებული ბეტონის კონსტრუქციების აღსადგენად.პენეტრონის პროდუქცია მოიცავს სხვადასხვა მასალებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული ამოცანების გადაჭრას ემსახურება. მაგალითად ძირითადი მასალა „პენეტრონი“ გამოიყენება ბეტონის მზა კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციისთვის, პენეკრიტი- ბზარებისა და ნაპრალების დასამუშავებლად. „პენეტრონ ადმიქსი“ კი, რომელიც არის ჰიდროიზოლაციური დანამატი ბეტონის ნარევში, თვალსაჩინოდ ზრდის ბეტონის გამძლეობას, ყინვაგამძლეობას და ჰერმეტულობას. ამ ხარისხიანი მასალის გამოყენებით, თქვენი კონსტრუქციები დაცული იქნება წყლისა და სხვა მავნე ზემოქმედებისგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია


თბილისი, აგლაძის ქ.39ბ

+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;


ბათუმი, პუშკინის ქ.23

568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - შაბ, 10:00 - 18:00