პენეპლაგი

პენეპლაგი

გამოსაყენებლად მზა მასალა, ემატება მხოლოდ წყალს.

 

გამოიყენება ბეტონის, აგურის, ბუნებრივი ქვების კონსტრუქციებში წყლის ხილული დინებების მომენტალური (40 წმ) ლიკვიდაციისთვის. გამოიყენება მაშინ, როდესაც პენეტრონი და პენეკრიტი გამოირეცხება წყლის დინებით.

 

პენეპლაგი გამოიყენება პენეტრონთან და პენეკრიტთან ერთად.

 

პენეპლაგის მოქმედება დაფუძნებულია მის თვისებაზე სწრაფად გაფართოვდეს და გამყარდეს მასზე წყლის ზემოქმედებისას.

შედგება პორტლანდცემენტისგან, გარკვეული გრანულომეტრიის კვარცის ქვიშისა და აქტიური ქიმიური კომპონენტებისგან.

 

 

 

მომზადება და თანმდევი პროცედურები

 

  • წყლის ხილული დინების ღრუ დამუშავდეს პერფორატორით არანაკლებ 25მმ სიფართეზე და 50 მმ სიღრმეზე, შიდა გრემო გამონთავისუფლდეს ჭუჭყისაგან და სუსტი მონაკვეთებისგან.
  • შიდა ნაწილს, თუ წარმოვიდგენთ მას ჭრილში, უნდა ჰქონდეს ე.წ. „მერცხლის კუდის“ ფორმა, ე.ი. უნდა ფართოვდებოდეს შიდა მხარეს.
  • ბეტონი წინასწარ უნდა გაიჟღინთოს წყლით.
  • პენეპლაგის ფხვნილი უნდა აერიოს წყალს პროპორციით: 0,22 ლიტრი წყალი, 1კგ პენეპლაგზე, ან 1 წილი წაყლი 4 წილ პენეპლაგზე, მოცულობით. წყლის რაოდენობა შეიძლება შიცვალოს გამომავალი წყლის წნევის და რაოდენობის მიხედვით, რაც უფრო დიდია დაწნევა, პენეპლაგი უნდა აერიოს შედარებით მცირე წყალში, საბოლოოდ უფრო მშრალი ნარევის მისაღებად. ასარევი წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა +20C. მიღებული მასის გარეგნული სახე უნდა იყოს სველი მიწის მსგავსი.
  • წყალთან შერევა განხორციელდეს ძალიან სწრაფად, უნდა მომზადდეს ისეთი რაოდენობა, რომ გამოყენებული იქნას 30 წამში.
  • პენეპლაგის მომზადებული გუნდა ხელით უნდა ჩაიტენოს მომზადებულ ხვრელში, ჩატენილ მასას უნდა დავაწვეთ და ასე გვეჭიროს 40 წამის განმავლობაში. რაც უფრო დაბალია გარემოს ტემპერატურა, პენეპლაგის მასა მით უფრო ნელა მყარდება.
  • გავანთავისუფლოთ ზედაპირი ზედმეტი ნარჩენებისგან, ხვრელის დარჩენილი ნაწილი (დაახლოებით 20 მმ) შევავსოთ პენეკრიტით. საბოლოოდ მიღებული ზედაპირი დავამუშავოთ პენეტრონით ორჯერადად.
  • პენეტრონით დამუშავება პენეკრიტის ჩადების შემდეგ უნდა განხორციელდეს არაუადრეს 2 საათისა და არაუგვიანეს 6 საათისა.

 

ტექნიკური მახასიათებლები

 

პროდუქციის სახე: ფხვნილი

ფერი: ნაცრისფერი

სიმკვრივე: 1140კგ/მ3

გამოყენების დრო: 30 წამი

დასამატებელი წყლის ტემპერატურა: +20C

სასმელ წყლებთან შესაბამისობა: თავსებადია

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე

შეფუთვა: პლასტიკური ვედრო – (25, 8, 4 )კგ.

 

უსაფრთხოების ღონისძიებები

 

პენეპლაგმა კონტაქტისას შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების გაღიზიანება.

ასეთ შემთხვევაში მოიბანეთ ეს ადგილები სუფთა წყლით.

პენეპლაგთან მუშაობისას აუცილებულია რეზინის ხელთათმანების გამოყენება.

არ უნდა დავუშვათ ბავშვების კონტაქტი პენეპლაგთან.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით და კონსულტაციების მისაღებად  უნდა მიმართოთ ICS/PENETRON International Ltd-ს ან პენეტრონის ადგილობრივ წარმომადგენელს.

 

 

მწარმოებლის გარანტია

 

პენეტრონის ჯგუფის მასალების მწარმოებლები ICS/Penetron International Ltd (აშშ) და კომპანიათა ჯგუფი „პენეტრონ-როსია“ (რუსეთი, ეკატერინბურგი) იძლევიან გარანტიას, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი შეესაბამება თანამედროევე სტანდარტებს და შეიცავენ ყველა აუცილებელ კომპონენტს შესაბამისი პროპორციით.

საკონტაქტო ინფორმაცია


თბილისი, აგლაძის ქ.39ბ

+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;


ბათუმი, პუშკინის ქ.23

568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - შაბ, 10:00 - 18:00