სკრეპა M500 სარემონტო

სკრეპა M500 სარემონტო

აღწერილობა:

მშრალი სამშენებლო ზედაპირის აღმდგენი ნაერთი; შემადგენლობა: პორტლანდცემენტი, გარკვეული გრანულომეტრის კვარცის ქვიშა, აქტიური ქიმიური დანამატი და მაარმატირებელი ფიბრობოჭკო.

დანიშნულება:

რკინაბეტონის , ბეტონის, აგურის, ქვის კონსტრუქციების, ჰორიზონტალური, ვერტიკალური და ჭერის ზედაპირების დამცავი ფენის აღდგენა, ჰიდროიზოლაცია. მათ შორის, სველი ტორკეტირების მეთოდით.

თვისებები:

-მოკლე დროში გამყარებისას მაღალი სიმტკიცე (B35)

-მაღალი წყალგაუმტარობა W20, ყინვაგამძლეობა F500, კოროზიამედეგობა, ცვეთამედეგობა, ხანგამძლეობა და ჯდომის არ არსებობა.

-ერთი გავლისას ჩასადები მასალის სისქე უნდა იყოს 5-50მმ.

-ტიქსოტროპული, პლასტიკური და ადვილჩაწყობადი.

-სპეციალური დანამატისა და მაარმირებელი ფიბრობოჭკოს არსებობა უზრუნველჰყოფს, მაღალ ადგეზიას 2.0 მპა-ზე მეტი და ამაღლებს სიმტკიცეს, ღუნვისა და კუმშვის დროს.
 

ტექნიკური მახასიათებლები:

მშრალი ნაერთის ნაყარი სიმტკიცე 1350 ±100 კგ/მ3

გამყარების დრო წთ.:

გამყარების დრო წთ.: 30 წთ

-დაწყება, არაუადრეს 10წთ

-დასასრული, არაუგვიანეს 140 წთ

დუღაბის სიმტკიცე კუმშვაზე, მპა.

-1 დღე არა უმცირეს 20,0

-28 დღე არაუმცირეს 60,0

ბეტონთან ჩაჭიდების სიმტკიცე (ადგეზია) მპა

-3 დღის შემდეგ არაუმცირეს 1,3

-28 დღის შემდეგ არაუმცირეს 2,3

დუღაბის წყალგაუმტარობის მარკა W20,

შეფუთვა:

პლასტიკური ვედრო (25კგ)

შენახვის ვადა: 12 თვე

 

სკრეპა М500 გამოყენების ინსტრუქცია

სამუშაოები სკრეპა М500 გამოყენებით უნდა ჩატარდეს, როცა კონსტრუქციის ზედაპირის და ჰაერის ტემპერატურა არის + 5 °С დან 35 °С-მდე. არ არის რეკომენდირებული მასალის გამოყენება ძლიერი ქარისა და წვიმის დროს.

ზედაპირის მომზადება:

„სკრეპა М500 სარემონტო’’ გამოყენებისას ზედაპირი სტრუქტურულად უნდა იყოს სუფთა და მყარი. ამისათვის აუცილებელია გაიწმინდოს დაზიანებული უბნები, სუსტი ბეტონისგან, ნავთობპროდუქტებისგან, ბიოლოგიური წარმოშობის პროდუქტებისგან და სხვა მასალებისგან, რომლებიც ხელს უშლიან სკრეპა М500 ის ადგეზიას დასამუშავებელ ზედაპირთან. ზედაპირი რომელზედაც დაიტანება სკრეპა М500, ადგეზიის გასაუმჯობესებლად უნდა იყოს ხორკლიანი. არმატურის ღეროს გამოჩენისას, მის ირგვლივ ბეტონი უნდა მოშორდეს არაუმცირეს 10მმ. ჟანგიანი არმატურა უნდა გასუფთავდეს ჟანგვისგან. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს.

 

დუღაბის ნარევის მომზადება:

უნდა მომზადდეს დუღაბის ნარევის ისეთი მოცულობა, რომელიც გაიხარჯება წყალთან შერევის შემდეგ 25-30 წთ-ში. გამხსნელი წყლის ოპტიმალური ტემპერატურა20 ± 2 °С. ტემპერატურის შემცირებისას იზრდება დუღაბის ნარევის შეკვრის დრო და მცირდება მისი საბოლოო სიმტკიცე. ტემპერატურის ზრდისას შეკვრის დრო მცირდება:

სკრეპა М500 მშრალი ნარევი ემატება წყალს, შემდეგი პროპორციით: 0,13-0,15 ლ. წყალი, 1კგ მშრალ ნაერთზე. დუღაბის ნარევის მცირე რაოდენობისას დასაშვებია ხელით მორევა. ოპტიმალურია დაბალ ბრუნიანი (500-650 ბრ/წთ) დრელით მორევა. მორევა ხდება 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღება ერთგვაროვანი პლასტიკური მასა. დუღაბის ნაერთის გამოყენებისას, უნდა აირიოს რეგულარულად, რადგან შენარჩუნდეს საწყისი კონსისტენცია. ყურადღება! ყურადღებით უნდა მოხდეს მშრალი ნარევისა და წყლის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა. წყლის განმეორებითი დამატება , მომზადებულ დუღაბის ნარევში დაუშვებელია. უნდა დამზადდეს იმდენი დუღაბის ნარევი, რამდენიც გაიხარჯება 25-30 წუთში.

გამოყენება:

„სკრეპა М500 სარემონტოს გამოყენებისას ზედაპირი კარგად უნდა დასველდეს. დუღაბის ნარევის დადება ხდება საფხეკელით, ფითხით ხელით ან სველი ტორკეტირებით. ფენის ოპტიმალური სისქეა 5-50მმ. 3-4 საათის შემდეგ დასაშვებია მეორე ფენის დადება 5-50მმ სისქით. ახალი ფენის დადებისას ძველი ფენა უნდა დამუშავდეს კბილებიანი ფითხით, რათა გაიზარდოს ფენებს შორის ჩაჭიდება.

მშრალი ნაერთის ხარჯი 1მმ სისქის ფენისას შეადგენს 1,8კგ/მ2.

დამუშავებული ზედაპირის მოვლა:

3 დღის განმავლობაში დამუშავებული ზედაპირი უნდა იყოს დაცული მექანიკური ზემოქმედებისაგან და გარემო ტემპერატურა არ უნდა იყოს +5C-ზე დაბალი. აღდგენილი ზედაპირი 3 დღე უნდა იყოს ტენიანი, რაც მიიღწევა დროგამოშვებით წყლის შესხურებით ან პოლიეთილენის აპკის დაფარებით.

უსაფრთხოების ღონისძიებები:

სამუშაო უნდა ჩატარდეს ტუტე გამძლე რეზინის ხელთათმანებით. ნაერთი შეიცავს პორტლანდცემენტს, რომელიც აღიზიანებ კანსა და თვალებს. წყალთან კონტაქტისას წარმოიქმნება ტუტე. თვალში მოხვედრისას მოიბანეთ წყლით და მიმართეთ ექიმს

საკონტაქტო ინფორმაცია


თბილისი, აგლაძის ქ.39ბ

+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;


ბათუმი, პუშკინის ქ.23

568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - შაბ, 10:00 - 18:00