აღწერილობა:
მასალათა სისტემა, დეფორმაციული ნაკერების ჰიდროიზოლაციისთვის (ტემპერატურული, ანტისეისმური და სხვა)
-„პენებანდი“ ელასტიური ლენტია, რომელიც უძლებს ნაკერების მნიშვნელოვან დეფორმაციებს, სხვადასხვა მიმართულრბით.
-„პენეპოქსი“ ერთკომპონენტიანი პოლიმერული წებოა, რომელიც პოლიმერიზაციის შემდეგ, ხდება ელასტიური მასალა.
უპირატესობა:
- -წებოსა და ლენტის მაღალი ელასტიურობა.
- -წებოს მაღალი ადგეზია ბეტონთან, მეტალთან, პლასტიკთან.
- -სისტემის მონტაჟის გამოყენების შესაძლებლობა სველ ზედაპირზე, წყალქვეშ.
- -მასალები მედეგია ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
სისტემა პენებანდი „C”
აღწერილობა: მასალათა სისტემა, დეფორმაციული ნაკერების ჰიდროიზოლაციისთვის (ტემპერატურული, ანტისეისმური და სხვა)
- -„პენებანდი C” ელასტიური ლენტია, რომელიც უძლებს ნაკერების მნიშვნელოვან დეფორმაციებს, სხვადასხვა მიმართულრბით.
- -„პენეპოქსი 2K” ორკომპონენტიანი ეპოქსიტური წებოა, რომელიც პოლიმერიზაციის შედეგად წარმოქმნის მყარ და გამძლე მასალას.
უპირატესობა:
- -დეფორმაციული ნაკერების ჰიდროიზოლაცია, შესალლებელია კონსტრუქციის როგორც შიგნითა, ასევე გარეთა მხრიდან.
- -წებოს მაღალი ადგეზია ბეტონთან, მეტალთან.
- -ლენტისა და წებოს მაღალი სიმტკიცე.
- -შეუძლია გაუძლოს წყლის მაღალ ჰიდროსტატიკურ დაწნევებს.
- -შესაძლებელია გამოყენება, რთული ფორმის კონსტრუქციების შემთხვევაშიც.
- -ქიმიური მდგრადობა და ხანგამძლეობა
- -მასალები მედეგია ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
პენებანდი
დეფორმაციული ნაკერების დალუქვის ტექნოლოგია
სამუშაოების ჩატარებისას, კონსტრუქციის ტემპერატურა უნდა იყოს +5-დან +35C-მდე.
ზედაპირის მომზადება: მომზადება: სუსტი ბეტონი უნდა მოშორდეს მექანიკური წესით. ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი ჭუჭყისგან. ბეტონის ზედაპირის არასწორი ადგილები, უნდა აღდგეს „სკრეპა M500 სარემონტო“ ნარევით. წყლის ხილული დინებების არსებობისას, მათი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს „ვატერპლაგით“ ან „პენეპაგით“. ბეტონის ზედაპირთან, წებო „პენეპოქსის“-ის მაღალი ადგეზიის მისაღწევად, საჭიროა ბეტონის ზედაპირია წინასწარ გაშრობა.
ლენტის შერჩევა: ლენტის სიფართე უნდა იყოს, დეფორმაციული ნაკერის საშუალო სიდიდეს პლუს 200მმ.
წებოს დატანა: მომზადებულ ბეტონის ზედაპირზე, წებოს დატანა უნდა მოხდეს ე.წ. შპატელით უწყვეტად და თანაბრად. წებოს ფენის სისქე უნდა იყოს 2-3მმ, ხოლო მისი სიფართე ნაკერის თითოეულ მხარეს 80 მმ. სველ ზედაპირზე წებოს დატანა უნდა მოხდეს დაწოლით, რადგან მოხდეს ზედაპირიდან წყლისა და ჰაერის გამოდევნა.
ლენტის მოწყობა: ლენტი ისე უნდა დაედოს წებოს, რომ დეფორმაციული ნაკერის ზონაში ფორმირდეს მარყუჟი. ამის შემდეგ დავაჭიროთ ლენტს და გორგოლაჭით გამოვდენოთ ზედმეტი წებო და ჰაერი. ლენტის დაბოლოებებს 5-10მმ-ზე უნდა გადაესვას წებო. ლენტების გადაბმა ხდება წებოთი ისეთნაირად, რომ ერთი მეორეში გადადიოდეს არანაკლებ 100მმ-ით. ლენტის დაწებებისას იგი 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს ბეტონთან მიჭერილ მდგომარეობაში, ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით.
პენებანდი C
დეფორმაციული ნაკერების დალუქვის ტექნოლოგია
სამუშაოების ჩატარებისას, კონსტრუქციის ტემპერატურა უნდა იყოს +5-დან +35C-მდე.
ზედაპირის მომზადება:
სუსტი ბეტონი უნდა მოშორდეს მექანიკური წესით. ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი ჭუჭყისგან. ბეტონის ზედაპირის არასწორი ადგილები, უნდა აღდგეს „სკრეპა M500 სარემონტო“ ნარევით. წყლის ხილული დინებების არსებობისას, მათი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს „ვატერპლაგით“ ან „პენეპაგით“. ბეტონის ზედაპირთან, წებო „პენეპოქსის 2K“-ის მაღალი ადგეზიის მისაღწევად, საჭიროა ბეტონის ზედაპირია წინასწარ გაშრობა.
ლენტის შერჩევა: ლენტის სიფართე უნდა იყოს, დეფორმაციული ნაკერის საშუალო სიდიდეს პლუს 200მმ.
წებოს მომზადება: წებოს მოხმარების წინ იგი უნდა მოთავსდეს ოთახში 24 საათის განმავლობაში, სადაც გარემოს ტემპერატურა იქნება +15-დან +25C გრადუსამდე. კომპონენტები A:B შეერიოს ერთმანეთს პროპორციით 2:1, მოცულობის მიხედვით. არევა მოვახდინოთ დაბალბრუნიანი დრელით, 2წთ-ის განმავლობაში. მომზადებული წებოს გამოყენების საშუალო დრო შეადგენს 30-40 წთ-ს. მომზადებულ ბეტონის ზედაპირზე, წებოს დატანა უნდა მოხდეს ე.წ. შპატელით უწყვეტად და თანაბრად. წებოს ფენის სისქე უნდა იყოს 2-3მმ, ხოლო მისი სიფართე ნაკერის თითოეულ მხარეს 80 მმ.
ლენტის მოწყობა: ლენტი ისე უნდა დაედოს წებოს, რომ დეფორმაციული ნაკერის ზონაში ფორმირდეს მარყუჟი. ამის შემდეგ დავაჭიროთ ლენტს და გორგოლაჭით გამოვდენოთ ზედმეტი წებო და ჰაერი. ლენტის დაბოლოებებს 5-10მმ-ზე უნდა გადაესვას წებო. ლენტების გადაბმა ხდება წებოთი ისეთნაირად, რომ ერთი მეორეში გადადიოდეს არანაკლებ 100მმ-ით. ლენტის დაწებებისას იგი 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს ბეტონთან მიჭერილ მდგომარეობაში, ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით.
„პენებანდი C” ლენტის დაცვა მექანიკური დაზიანებისაგან შეიძლება ტრანსპორტიორის 5-10მმ-იანი ლენტით ან მეტალის ფურცლით.
ტექნიკური მახასიათებლები
ლენტა „პენებანდი “ : | ||
---|---|---|
სისქე | 1,2 მმ | |
რულონის სიგრძე | 25 მ | |
სიფართე | 200, 300, 500 მმ | |
სიმტკიცე გახევისას | 7 მპა | |
ფარდობითი ჭიმვადობა გახევისას | 400% | |
შენახვის პირობები და ტრანსპორტირება | შეუზღუდავი |
წებო „პენეპოქსი“ : | |
---|---|
იერსახე | შავი პასტისმაგვარი მასა |
აპკის წარმოქმნის დრო | 1,6 მპა |
სიმტკიცე გახევისას | 3,0 მპა |
ეკსპლუატაციის ტემპერეტურა | -50-დან +80 C |
შეფუთვა ფაილ-პაკეტი | 600 მლ |
შენახვის ვადა | 12 თვე |
ლენტა „პენებანდი C” : | |
---|---|
სისქე | 1,0 მმ |
რულონის სისქე | 20 მ |
სიფართე | 200, 300, 500 მმ |
სიმტკიცე გახევისას | 14 მპა |
ფარდობითი ჭიმვადობა გახევისას | 950 % |
შენახვის პირობები და ტრანსპორტირება | შეუზღუდავი |
წებო “პენეპოქსი 2k”
კომპონენტი A | კომპონენტი A | |
---|---|---|
კომპონენტების ფარდობითობა | ||
მასით A:B | 2 | 1 |
იერსახე | ღია-რუხი პასტა | შავი პასტა |
სიმკვრივე +20C | 1600 კგ/მპ | |
სიცოცხლისუნარიანობა | 40 წთ | |
-ადგეზია ბეტონთან და ლენტასთან | 4,5 მპა | |
-სიმტკიცე კუმშვაზე | 60 მპა | |
შეფითვა | 10 კგ | 5 კგ |
შენახვა და ტრანსპორტირების პირობები | ||
პირობები | +5-დან +25C -მდე | |
შენახვის ვადა | 12 თვე |