ვატერპლაგი გამოსაყენებლად მზა მასალაა, ემატება მხოლოდ წყალი.
გამოიყენება ბეტონის, აგურის, ბუნებრივი ქვების კონსტრუქციებში წყლის ხილული დინებების მომენტალური (30-60) წმ. ლიკვიდაციისთვის. გამოიყენება მაშინ, როდესაც პენეტრონი და პენეკრიტი გამოირეცხება წყლის დინებით.
ვატერპლაგი გამოიყენება პენეტრონთან და პენეკრიტთან ერთად.
ვატერპლაგის მოქმედება დაფუძნებულია მის თვისებაზე სწრაფად გაფართოვდეს და გამყარდეს მასზე წყლის ზემოქმედებისას.
შედგება პორტლანდცემენტისგან, გარკვეული გრანულომეტრიის კვარცის ქვიშისა და აქტიური ქიმიური კომპონენტებისგან.
მომზადება და თანმდევი პროცედურები
• წყლის ხილული დინების ღრუ დამუშავდეს პერფორატორით არანაკლებ 25მმ სიფართეზე და 50 მმ სიღრმეზე, შიდა გრემო გამონთავისუფლდეს ჭუჭყისაგან და სუსტი მონაკვეთებისგან.
• შიდა ნაწილს, თუ წარმოვიდგენთ ჭრილში, მას უნდა ჰქონდეს ე.წ. „მერცხლის კუდის“ ფორმა, ე.ი. უნდა ფართოვდებოდეს შიდა მხარეს.
• ბეტონი წინასწარ უნდა გაიჟღინთოს წყლით.
• ვატერპლაგის ფხვნილი უნდა აერიოს წყალს პროპორციით: 0,17-0,18 ლიტრი წყალი, 1კგ ვატერპლაგზე, ან 1 წილი წაყლი 4 წილ ვატერპლაგზე მოცულობით. წყლის რაოდენობა შეიძლება შიცვალოს გამომავალი წყლის წნევის და რაოდენობის მიხედვით, რაც უფრო დიდია დაწნევა, ვატერპლაგი უნდა აერიოს შედარებით მცირე წყალში, საბოლოოდ უფრო მშრალი ნარევის მისაღებად. ასარევი წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა +20C. მიღებული მასის გარეგნული სახე უნდა იყოს სველი მიწის მსგავსი.
• წყალთან შერევა განხორციელდეს ძალიან სწრაფად, უნდა მომზადდეს ისეთი რაოდენობა, რომ გამოყენებული იქნას 30-60 წამში.
• ვატერპლაგის მომზადებული გუნდა ხელით უნდა ჩაიტენოს მომზადებულ ხვრელში, ჩატენილ მასას უნდა დავაწვეთ და ასე გვეჭიროს 3 წუთის განმავლობაში. რაც უფრო დაბალია გარემოს ტემპერატურა, ვატერპლაგის მასა მით უფრო ნელა მყარდება.
• გავანთავისუფლოთ ზედაპირი ზედმეტი ნარჩენებისგან, ხვრელის დარჩენილი ნაწილი (დაახლოებით 20 მმ) შევავსოთ პენეკრიტით. საბოლოოდ მიღებული ზედაპირი დავამუშავოთ პენეტრონით ორჯერადად.
• პენეტრონით დამუშავება პენეკრიტის ჩადების შემდეგ, უნდა განხორციელდეს არაუადრეს 2 საათისა და არაუგვიანეს 6 საათისა.
ტექნიკური მახასიათებლები
პროდუქციის სახე: ფხვნილი
ფერი: ნაცრისფერი
სიმკვრივე: 1190კგ/მ3
გამოყენების დრო: 30-60 წამი
დასამატებელი წყლის ტემპერატურა: +20C
სასმელ წყლებთან შესაბამისობა: თავსებადია
ვარგისიანობის ვადა: 18 თვე
შეფუთვა: პლასტიკური ვედრო – (25, 10, 5 )კგ.
უსაფრტხოების ღონისძიებები
ვატერპლაგმა კონტაქტისას შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების გაღიზიანება.
ასეთ შემთხვევაში მოიბანეთ ეს ადგილები სუფთა წყლით.
ვატერპლაგთან მუშაობისას აუცილებულია რეზინის ხელთათმანების გამოყენება.
არ უნდა დავუშვათ ბავშვების კონტაქტი პენეპლაგთან.
გართულებების თავიდან აცილების მიზნით და კონსულტაციების მისაღებად უნდა მიმართოთ ICS/PENETRON International Ltd-ს ან პენეტრონის ადგილობრივ წარმომადგენელს.
მწარმოებლის გარანტია
პენეტრონის ჯგუფის მასალების მწარმოებლები ICS/Penetron International Ltd (აშშ) და კომპანიათა ჯგუფი „პენეტრონ-როსია“ (რუსეთი, ეკატერინბურგი) იძლევიან გარანტიას, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი შეესაბამება თანამედროევე სტანდარტებს და შეიცავენ ყველა აუცილებელ კომპონენტს შესაბამისი პროპორციით.