“ბათუმი თაუერში” პენეტრონის მასალები გამოიყენეს

31564046_2140535606179231_212859416708382720_n

31495757_2140535316179260_7928381698520121344_n

მომავალი წლიდან ბათუმში ექსპლუატაციაში შევა კომპანია „რედ-კოს“ მფლობელობაში არსებული ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსი „ბათუმი თაუერი“.
როგორც ცნობილია თავიდან შენობა „ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის“ იყო გათვლილი და არ აკმაყოფილებდა მაღალი დონის სასტუმროსათვის აუცილებელ პირობებს, ამიტომ პროექტი გადაკეთდა და გვერდით ახალი შენობა აშენდა. „ბათუმი თაუერი“ყველაზე მაღალი შენობაა კავკასიაში. მასში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „le Meridien Batumi”, რამოდენიმე რესტორანი, სპა ცენტრი, ღია და დახურული საცურაო აუზები და 75 ექსკლუზიური რეზიდენცია.
ჰიდროიზოლაციის მიზნით, როგორც ძველ, ისე ახალ შენობაში გამოყენებულია პენეტრონის სისტემის კაპილარული მოქმედების შეღწევადი ჰიდროსაიზოლაციო მასალები: პენეტრონ ადმიქსი (Penetron Admix), პენეტრონი (Penetron), პენეკრიტი (Penecrete), პენეპლაგი (Peneplug) და პენებანდი (Peneband). კერძოდ, ახალ მიშენებაში პენეტრონით დამუშავდა 800მ2 ბეტონის ზედაპირი, პენეკრიტით 780 გრძ. მეტრი ბეტონის კონსტრუქციული ნაკერი და ბზარი, 2500-მდე სამონტაჟო ხვრელი, პენებანდით 10მ დეფორმაციული ნაკერი. აღნიშნული მასალების გამოყენებამ, უზრუნველყო ნაგებობის, მიწისქვეშ არსებული ბეტონის კონსტრუქციების სრული ჰიდროიზოლაცია და საიმედო დაცვა, ნებისმიერი აგრესიული გარემოსგან.

საკონტაქტო ინფორმაცია


თბილისი, აგლაძის ქ.39ბ

+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;


ბათუმი, პუშკინის ქ.23

568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - შაბ, 10:00 - 18:00