ბევრჯერ აღგვინიშნავს, თუ რამდენად ყურადსაღებია ჰიდროიზოლაცია და ბეტონის დაცვა, რამეთუ ეს პირდაპირ მოქმედებს ნაგებობის სიმტკიცესა და დროში მდგრადობაზე. თუ ბეტონი ატარებს წყალს, აგრესიული გარემო იწვევს რკინის კონსტრუქციის კოროზიას და მის ჩამოშლა იწყება რამდენიმე წელიწადში. ზედმეტი იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ რა საშიშროებას ქმნის სინესტე, რამდენ ავადმყოფობას იწვევს სოკო, თვით ონკოლოგიური პათოლოგიების ჩათვლით. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ისეთ მნიშნელოვან საკითხს, როგორიცაა ჰიდროიზოლაციის ხარისხი ქართული მშენებლობის სფეროში.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი სამშენებლო კომპანია ამ საკითხს პასუხისმგებლობით უდგება და ეს საქებარია! მაგრამ ჩვენ ხშირად მოწმენი გავმხდარვართ მშენებლობის მხრიდან უგულისყურო დამოკიდებულების. მაგალითისთვის, განვიხილოთ ამ მიმართულებით, ერთი საშუალო კორპუსის ხარჯთაღრიცხვის საკითხი. თუ აქ ჰიდროიზოლაციისთვის გამოიყენებენ იაფიან მასალებს, როგორიცაა „ტოლი“, რუბეროიდი, ბიტუმი, ეს კვადრატულ მეტრზე 10 ლარის დანახარჯს ითხოვს, ხოლო პენეტრონის დანახარჯები 15 ლარამდეა. როდესაც მშენებელი 10 მილიონიან პროექტში ირჩევს ზემოთ ჩამოთვლილ იაფიან მასალას, მისი ეკონომია ხარჯებში 10 000 ლარამდე გამოდის. შედეგი კი არის ის, რომ „იაფიანი“ ჰიდროიზოლაცია უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე წელიწადში ირღვევა, ან საგარანტიო ვადის პერიოდშიც კი ვერ ძლებს, როცა პენეტრონიანი ბეტონი საუკუნოდ და გარანტირებულად მუშაობს.
მეტიც ზოგიერთ შენობას გარანტია სულ რამდენიმე წელი აქვს, მას შემდეგ კი მცხოვრებლების თავსატეხია დატბორილი სარდაფი, თუ ავტოფარეხი. სამწუხაროდ, ამ მხრივ არავითარი რეგულაცია საქართველოში არ არსებობს. მოქალაქე, რომელიც ბინას კორპუსში ყიდულობს ხშირ შემთხვევაში არ აქცევს ყურადღებას ზემოთ მოყვანილ ფაქტებს და კიდევაც რომ აქცევდეს, მას ნაკლები ბერკეტი გააჩნია ზემოქმედებისთვის.
რაც შეეხება კერძო სახლთმშენებლობას, აქ მეპატრონეს თავად შეუძლია გააკონტროლოს ხარისხი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მშენებელი და ე.წ „პრარაბი“ აქაც არიდებს თავს პენეტრონის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ კვადრატული მეტრის ჰიდროიზოლაციის ფასი, „იაფიანი“ მასალებითაც და პენეტრონითაც, ერთმანეთს უტოლდება. ამის მიზეზი რამდენიმეა:
- „პრარაბებისა“ და მშენებლების არაინფორმირებულობა თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებში და ჩვევა იმისა, რომ ძველი მეთოდი სჯობს.
- მათ მეტი სარგებელი აქვთ ფინანსურად „ტრადიციული“ მასალების გამოყენებაში, წილი მიაქვთ ხელობაში და ა.შ.
- თუ ჰიდროიზოლაცია დაირღვევა, დიდი შანსია, რომ ისევ მათ მიმართავენ და ეს დამატებითი შემოსავალია რემონტიდან, მაშინ როცა პენეტრონის მოხმარებისას ხელობაზე დამატებითი ხარჯები არ არის საჭირო და ჰიდროიზოლაცია საუკუნოდ მუშაობს.
ამგვარად, გვინდა მოქალაქეებმა, მესაკუთრეებმა და მშენებლებმა ყურადღება მიაქციონ ჰიდროიზოლაციის მნიშვნელოვან საკითხს, გამოიყენონ ჩვენი მომსახურება და მიიღონ მყარი გარანტიები საკუთარი ქონების დასაცავად.