Penetron Georgia 2025 Projects Review.

Penetron Georgia 2025: მასშტაბური პროექტები და ინოვაციური გადაწყვეტები

2025 წელი „Penetron Georgia“-სთვის გამორჩეული იყო როგორც გეოგრაფიული არეალის გაფართოებით, ისე შესრულებული სამუშაოების საინჟინრო სირთულით. ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით ათეულობით სტრატეგიულ ობიექტზე.

წელს ჩვენი ნდობა გამოგვიცხადეს როგორც წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიებმა, ისე მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა ჯგუფებმა. გარდა ამისა, 2025 წელი აღსანიშნავი იყო ჩვენი ციფრული ეკოსისტემის სრული განახლებით, რაც პარტნიორებთან კომუნიკაციას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

გამოყენებული ტექნოლოგიები და სისტემები

2025 წლის პროექტებში ჩვენმა გუნდმა გამოიყენა პენეტრონის მასალების სრული სპექტრი, რითაც უზრუნველყო ბეტონის კონსტრუქციების „სიცოცხლის“ გახანგრძლივება და წყალგაუმტარობა.

ძირითადი მიმართულებები:
  • პენეტრონ ადმიქსი: გამოყენებულია ფუნდამენტებსა და საყრდენ კედლებში ბეტონის კრისტალიზაციისთვის.
  • პენებარის წყალგაუმტარი ლენტით დამუშავდა შენობების კონსტრუქციული კვანძები.
  • პენეტრონი, პენეკრიტი და ვატერპლაგი გამოყენებულია სარემონტო სამუშაოების დროს სამუშაო ნაკერების, სამონტაჟე ხვრელების, არსებული ბეტონის ზედაპირის (ბეტონის კედლები, ბეტონის ძირის და გადახურვის ფილები) ჰერმეტიზაციისთვის.
  • სკრეპა მ500 და მ600: დაზიანებული ბეტონის სტრუქტურული აღდგენისთვის რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ობიექტების მიმოხილვა

1. ინფრასტრუქტურა (სამეგრელო – შპს „ინსი“) რეგიონული განვითარების ფარგლებში, 9 სტრატეგიულ ლოკაციაზე (მათ შორის ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა, მარტვილი) შესრულდა წყლის რეზერვუარების შენობების, სარდაფული ნაწილის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები.

ქვემო ქართლის რეგიონი – შპს “ინსი” – მარნეულის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები.

  • გამოწვევა: დიდი რაოდენობით ტაიორიტის ხვრელები, სამონტაჟო კვანძები და სამუშაო ნაკერები.
  • გადაწყვეტა: გამოყენებულ იქნა პენეტრონი, პენეკრიტი, პენეპლაგი, პენებარი, პენეტრონ ადმიქსი, რითაც უზრუნველყოფილია ნაგებობების ჰერმეტულობა.

2. კომერციული და საცხოვრებელი მშენებლობა

  • Jino Capital (ჯინო კაპიტალი): განხორციელდა ურთულესი საინჟინრო ამოცანა — ტემპერატურული ნაკერების დაცვა პენებანდის სისტემით.
  • Archi Dighomi (არქი დიღომი): საცხოვრებელი კომპლექსის მიწისქვეშა სართულებში შესრულდა კომუნიკაციების (მილები, კაბელები) შემავალი კვანძების, სამუშაო ნაკერების და სამონტაჟე ხვრელების ჰერმეტიზაცია პენეტრონის სისტემით, რაც გამორიცხავს წყლის ინფილტრაციას სარდაფებში.
  • Eco Garden (ქუთაისი): ბუხაიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე განხორციელდა მიწისქვეშა პარკინგის ბეტონის კონსტრუქციული ნაკერების, სამუშაო ნაკერების, სამონტაჟე ხვრელების, ბეტონის სერეგაციული ადგილების ჰიდროიზოლაცია.

ასევე, წარმატებით ვითანამშრომლეთ კომპანიებთან: „ნიუელ ქონსთრაქშენი“, „ალისფერი აფრები,“ „თიზი ჯგუფი,“ზ-გრუპი,” “ასოციაცია ატუ,” “ბარნაბა როუდ დეველპმენტი,” “მონო ქონსთრაქშენი” და სხვა.

მზადება 2026-ისთვის

ჩვენ ვამაყობთ, რომ 2025 წელს შევძელით დაგვეცვა ათასობით კვადრატული მეტრი ბეტონის კონსტრუქცია წყლისა და აგრესიული გარემოსგან. ჩვენი გუნდი მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს! გისურვებთ მშრალ, უსაფრთხო და ხარისხიან მშენებლობას!

გააზიარეთ: