რატომ და როდის უნდა გამოვიყენოთ პენეტრონი?

თანამედროვე მშენებლობა წარმოუდგენელია ბეტონის გარეშე. ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობისთვის ბეტონის გამოყენება ყველაზე აქტუალურია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბეტონი გამძლეობით გამოირჩევა. მისი საშუალებით შეგვიძლია ავაგოთ ნებისმიერი სახის კონსტრუქცია, ძალიან დიდი ხნით. თუმცა ბეტონის გამძლეობის მიუხედავად, არსებობს ისეთი წინააღმდეგობა, რომელსაც შეუძლია, დიდი ხნის ზემოქმედების შედეგად, მთლიანი კონსტრუქციის დაშლა- ეს წინააღმდეგობა წყალია. წყლის ზემოქმედებით, ბეტონის კონსტრუქციაში შემავალი რკინა იწყებს კოროზიას და საბოლოო ჯამში იმსხვრევა მთლიანი ნაგებობა. იმისათვის, რომ წყლის მავნე ზემოქმედებისგან თავი ავირიდოთ აუცილებელია ხარისხიანი ჰიდროიზოლაცია. რა თქმა უნდა არსებობს ჰიდროიზოლაციის სხვადასხვა საშუალებები, თუმცა ისინი რამდენიმე წელიწადში კარგავენ თვისებებს და შესაბამისად ნაკლებად პრაქტიკულია. სწორედ ამ პრობლემებისგან თავის არიდების საუკეთესო გამოსავალია, თანამედროვე ჰიდროიზოლაციის საშუალება პენეტრონი.

პენეტრონი არის სრულყოფილი ჰიდროიზოლაცია, რომელსაც თავისი უნიკალურობითა და ინოვაციურობით ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში. პენეტრონი გამოყენებულია მილიონობით ობიექტზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პენეტრონის ჯგუფის მასალებს არ გაემართლებინოს თავისი დანიშნულება. ის არის გლობალური ბრენდი, რომლის ხარისხი დროითა და პრაქტიკით არის დადასტურებული.

პენეტრონი კომპლექსურად იცავს ბეტონს არამარტო წყლისა და ნესტისგან, არამედ სხვა აგრესიული გარემოსგანაც. ის მედეგია სულფატების, ტუტე, მჟავა, PH, ზრვის წყლის და ნავთობის მიმართ. ის ზრდის ბეტონის კონსტრუქციის ყინვაგამძლეობასაც და შესაბამისად, მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება კაშხლებში, დამბებში, პორტებში, გამწმენდ ნაგებობებში, სასმელი წყლის რეზერვუარებში, ნავთობსაცავებში, ბტყელ გადახურვებში, მიწისქვეშა ნაგებობებში და ა.შ.

პენეტრონის ერთ-ერთი საუკეთესო მხარე მისი მუდმივობაა. ის სამუდამოდ და გარანტირებულად იცავს ბეტონს მთელი მისი არსებობის მანძილზე. სხვა ჰიდროიზოლაციის საშუალებებისგან განსხვავებით, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ვარგისიანობას კარგავენ, პერიოდულად შესაცვლელნი არიან, რაც თავის მხრივ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, პენეტრონის მუშაობის პერიოდი იმდენივეა რამდენსაც თავად კონსტრუქცია ძლებს. შეიძლება ითქვას, რომ პენეტრონი პრაქტიკულად უვადოა.

კიდევ ერთი საინტერესო მხარე, პენეტრონის გამოყენების სიმარტივეში მგომარეობს. მისი გამოყენების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. პენეტრონ-ადმიქსი მომზადებისას შეერევა ბეტონს და საკმარისია მხოლოდ ჩამოსხმა. ხოლო კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში საკმარისია პენეტრონის წასმა ნებისმიერი მხრიდან და ის უნიკალური თვისებების საშუალებით მთელს ბეტონში შეაღწევს. პენეტრონს გააჩნია უნიკალური მასალების მთელი კომპლექსი და ტექნოლოგია, რომელიც შეუცვლელია წყალგაუმტარი და დაზიანებული ბეტონის კონსტრუქციების აღსადგენად. ეს ნიშნავს იმას, რომ ძველის დანგრევა აუცილებელი არ არის, მისი რესტავრაცია შესაძლებელია პენეტრონით. ამ ჭკვიანი მასალის წყალობით, დამუშავებული ბეტონი იძენს თვითაღდგენისა და თვითმკურნალობის თვისებებს. შესაბამისად მიკრობზარების გაჩენის შემთხვევაში, პენეტრონის მოლეკულები იწყებს გამრავლებას და ნაპრალები ამოვსებას წყალში უხსნადი კრისტალებით. რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესი პერმანენტულია და ჰიდროიზოლაცია არ ირღვევა.

საინტერესოა ისიც, რომ პენეტრონიანი ბეტონის ჰიდროსტატიკური მაჩვენებელი აღწევს
W 20 = 20 ატმოსფეროს, სხვა დანამატებისა კი W8-მდეა. ამ ყველაფერთან ერთად პლასტიპიკატორების მოქმედება დაფუძნებულია ფორების შემცირებაზე, ხოლო პენეტრონის- ამოვსებაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა დანამატებისგან დამზადებული ბეტონი არ არის დაცული მიკრობზარებისგან, რაც აუცილებლად ჩნდება ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში და იწვევს ჰიდროიზოლაციის დარღვევას. ამის საპირწონედ, როგორც უკვე ვახსენეთ, პენეტრონს გააჩნია თვითმკურნალობისა და აღდგენის ჭკვიანი „თვისება“, რომლის წყალობით ჰიდროიზოლაცია ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სიკეთესთან ერთად, პენეტრონი ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი პროდუქტია. ის ბეტონის ზედაპირზე ფენას არ ტოვებს, ბეტონი აგრძელებს სუნთქვას და არ ხდება ჩახუთვა. პენეტრონის გამოყენება დაშვებულია სასმელი წყალთან. აღსანიშნავია, რომ პენეტრონის წარმოება სერთიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემით ISO 9001. ის ფლობს ყველა საჭირო სერთიფიკატს და მისი ხარისხიანობა დადასტურებულია მსოფლიოს ცნობილი და ავტორიტეტული ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია


თბილისი, აგლაძის ქ.39ბ

+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;


ბათუმი, პუშკინის ქ.23

568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - შაბ, 10:00 - 18:00