პენეტრონ ადმიქსი არის დანამატი ახალ ბეტონებში, რაც უზრუნველყოფს ბეტონის წყალგაუმტარობას W20-მდე
პენეტრონ ადმიქსი შედგება პორტლანდცემენტისგან, გარკვეული გრანულომეტრიის კვარცის ქვიშისა და აქტიური ქიმიური კომპონენტებისგან. ეს ქიმიური დანამატები რეაგირებენ წყალთან ახალ ბეტონში და ცემენტის ჰიდრატაციის შედეგად მიღებულ ნივთიერებებთან, ამ დროს მიმდინარე რეაქციების შედეგად წარმოიქმნება უხსნადი კრისტალები ბეტონის ფორებში, კაპილარებში და მიკრობზარებში, რის შედეგადაც ბეტონი იძენს თვითაღდგენის უნარს. პენეტრონ ადმიქსიანი ბეტონი ხდება წყალგაუმტარი, ყინვაგამძლე და მედეგი ნემისმიერი აგრესიული გარემოს მიმართ. (სულფატები, კარბონატები, ქლორიდები, ნიტრატები, აგრეთვე ბაქტერიები, სოკოები და ზღვის ორგანიზმები). პენეტრონ ადმიქსი თავსებადია ნებისმიერი სხვა დანამატებთან მიმართებაში (პლასტიპიკატორები, ანტიფრიზი და სხვა)
შედეგად, ბეტონი ხდება სამუდამოდ წყალგაუმტარი, აგრეთვე საიმედოდ დაცული სხვადასხვა ქიმიურად აგრესული გარემოსაგან. ბეტონი დაცულია აგრეთვე მკვეთრი ეკოლოგიური პირობების ცვლილებისას.
გამოყენების სფეროები
- ჰესები
- ჰიდროტექნიკური ნაგებობები
- კაშხალები
- პორტები
- თავდაცვითი ნაგებობები
- ნავთობსაცავები
- სასმელი წყლების რეზერვუარები
- საცურაო აუზები
- გვირაბები, შახტები და ხიდები
- აკვარიუმები
- მიწისქვეშა ნაგებობები
- მიწისქვეშა ავტოსადგომები და საცავები
- მეტროპოლიტენი
- საძირკვლები
- წყალსაქაჩი და გამწმენდი ნაგებობები
- ქიმიური ქარხნები
- რადიაქტიული ნარჩენების სამარხები
- ატომური რეაქტორები და სხვა
უნიკალური თვისებები და უპირატესობანი
- წინააღმდეგობას უწევს განსაკუთრებულად მაღალ ჰიდროსტატიკურ დაწნევას ბეტონის როგორც შიგნითა, ისე გარეთა მხრიდან.
- ავსებს ფორებს, კაპილარებს და მიკრობზარებს ზომით 0,4 მმ-მდე.
- იქცევა ბეტონის ერთიან და განუყოფელ ნაწილად.
- განსაკუთრებულად მედეგია ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ.
- ზრდის ბეტონის სიმკვრივეს და სიმტკიცეს.
- იცავს მეტალს კოროზიისგან.
- ეფექტი მუდმივია და არსებობს მანამ, სანამ არსებობს ბეტონი.
- მედეგია მექანიკური ზემოქმედების მიმართ.
- თავსებადია სასმელ წყალთან.
- ბეტონი განაგრძობს „სუნთქვას“.
- არატოქსიკურია.
- გამოყენება არის მარტივი და იაფი სხვა სახის ჰიდროიზოლაციასთან შედარებით.
- გამოიყენება სხვადასხვა კლიმატურ გარემოში.
დოზირების ნორმა შეადგენს ცემენტის რაოდენობის (0,8-1.0)%-ს წონის მიხედვით.
შენიშვნა: ობიექტის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე და სპეციალური მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პენეტრონ ადმიქსის ხარჯი გაიზარდოს 2-3%-მდე. ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართოთ პენეტრონის ადგილობრივ წარმომადგენლობას ან ICS/PENETRON International Ltd-ს ტექნიკურ დეპარტამენტს.
თანმდევი პროცედურები
- პენეტრონ ადმიქსი ემატება ბეტონს მისი მომზადების პროცესში ან მზა ბეტონს სამშენებლო მოედანზე.
- ბეტონის ადგილზე, ხელით მომზადებისას, შემავსებელი (ღორღი, ქვიშა) გადაერევა ცემენტს, ნარევში წყლის ჩასხმის შემდეგ „პენეტრონ ადმიქსის“ ფხვნილი (50კგ ცემენტზე- 500 გრამი) აირევა სუფთა წყალში პროპორციით 1:1 და მიხებული ხსნარი დაემატება ნარევში ჩასხმულ წყალს. ამის შემდეგ ყველა პროცედურა ტარდება ჩვეულებრივი წესით.
- სამშენებლო მოედანზე ბეტონმრევის (მიქსერი) მოსვლის შემდეგ პენეტრონ ადმიქსის წყალში პროპოციით 1:1 გახსნილი (არეული) ფხვნილი და შედეგად მიღებული ნარევი პირდაპირ ისხმება „მიქსერში“ და 8-10 წუთი გადარევის შემდეგ, ბეტონი მზად არის გამოსაყენებლად.
- ბეტონის ქარხანაში, გარკვეული რაოდენობა პენეტრონ ადმიქსის ფხვნილი ემატება ხრეშისა და ქვიშის ნარევს, 2-3 წუთი გადარევის შემდეგ, ემატება ცემენტი და კვლავ გადაერევა, შემდეგ პროცესი მიმდინარეობს საპროექტო სქემით.
არ შეიძლება პენეტრონ ადმიქსი დაემატოს მზა ბეტონს ფხვნილის სახით, რათა აცილებული იქნას ბეტონში მასალის არათანაბრი გადანაწილება.
შენიშვნები:
- პენეტრონ ადმიქსის დამატება ბეტონში იწვევს მისი სიმკვრივისა და სიმტკიცის მაჩვენებლების გაზრდას.
- პენეტრონ ადმიქსი შეიძლება ინახებოდეს -60C -დან +50C გრადუსზე მცირე ტემპერატურის პირობებში.
- დამატებისას, ბეტონის მინიმალური ტემპერატურა უნდა იყოს +5
- განსაკუთრებულ შემთხვევებში პენეტრონ ადმიქსის სხვა პროდუქტებთან თავსებადობის საკითხი უნდა განხილულ იქნას ICS/PENETRON International Ltd-ს ტექნიკურ დეპარტამენტში ან მიმართოთ პენეტრონის ადგილობრივ წარმომადგენლობას.
- პენეტრონ ადმიქსმა კონტაქტისას შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების გაღიზიანება.
- ასეთ შემთხვევაში მოიბანეთ ეს ადგილები სუფთა წყლით.
- პენეკრიტთან მუშაობისას რეკომენდებულია რეზინის ხელთათმანების გამოყენება.
- არ უნდა დავუშვათ ბავშვების კონტაქტი პენეკრიტთან.
მწარმოებლის გარანტია
პენეტრონის ჯგუფის მასალების მწარმოებლები ICS/Penetron International Ltd (აშშ) და კომპანიათა ჯგუფი „პენეტრონ-როსია“ (რუსეთი, ეკატერინბურგი) იძლევიან გარანტიას, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი შეესაბამება თანამედროევე სტანდარტებს და შეიცავენ ყველა აუცილებელ კომპონენტს, შესაბამისი პროპორციით.