აღწერილობა: ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო ელასტიური ნაერთი:
კომპონენტი A-მშრალი ნაერთი,რომელიც შედგება პორტლანდცემენტისგან, განსაზღვრული გრანულომეტრიის კვარცის ქვიშისგან და ქიმიური დანამატების კომპლექსისაგან;
კომპონენტი B-თხევადი პოლიმერული საფუძველი, რომელიც წარმოადგენს წყლიან დისპერსიას, აკრილის მჟავისა და სტიროლის თანაპოლიმერებით;
დანიშნულება: ბეტონის, რკინაბეტონის , ქვის კონსტრუქციებისა და აგურის წყობის ჰიდროიზოლაცია და მეორადი დაცვა,მათ შორის თუ ისინი განიცდიან დინამიურ დატვირთვებს.მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნას, სასმელი წყლის მომარაგების სისტემაში.
უპირატესობანი:
-დაფარვის მაღალი ელასტიურობა, მათ შორის დაბალი ტემპერატურის დროს;
-ინარჩუნებს თვისებებს 1,5მმ ბზარების წარმოქმნისას;
-მაღალი ადგეზია ;
-მაღალი წყალგაუმტარობა;
-მაღალი კოროზიული მდგრადობა და დაფარვის ხანგძლივობა.
- 1. საწყისი კომპონენტების ტექნიკური მახასიათებლები:
კომპონენტი A კომპონენტი B
გარეგნული სახე: რუხი ფერის ფხვნილი რძისფერი სითხე
სიმრვრივე კგ/მ3 1200 ±100 1100±100
კომპონენტების შეფარდება 2 1
- ხსნარის ნაერთის მახასიათებლები:
კომპონენტების ნაერთის სიცოცხლისუნარიანობა
(t=20 C) წუთი არა უმცირეს 60
სიმკვრივე, კგ/მ3 1800±100
- ხსნარის მახასიათებლები
ფარდობითი ჭიმვადობა გაგლეჯისას 28
დღე-ღამის შემდეგ, %, არა უმცირეს 60
ადგეზია 28 დღე-ღამის შემდეგ მ პ ა,
არა უმცირეს 1,0
წყალგაუმტარობა 28 დღე- ღამის
შემდეგ W 18
- დამატებითი მახასიათებლები
ტემპერატურა გამოყენებისას °С
არა უმცირეს +5 -დან +35-მდე
შენახვის პირობები °С 0-დან +50 C-მდე
ულტრაიისფერი ზემოქმედება გავლენას არ ახდენს
შეფუთვა: კომპონენტი A 20კგ
კომპონენტი B 10კგ
შენახვის ვადა: 12 თვე
სკრეპა 2K ელასტიური, ეფექტური ჰიდროსაიზოლაციო მასალაა, იგი წარმოადგენს მოქნილ ცემენტის მემბრანას,ბეტონის ზედაპირისთვის. მასალის თვისებებიდან გამომდინარე სკრეპა 2K ელასტიური გამოიყენება აუზებში,აბაზანებში და სხვა კონსტრუქციებში, რომლებიც წყალთან აქტიურ შეხებაშია.
სკრეპა 2K ელასტიური, გამოყენების ინსტრუქცია:
სამუშაოები სკრეპა 2K ელასტიური-ის გამოყენებით უნდა ჩატარდეს, როცა კონსტრუქციის ზედაპირის და ჰაერის ტემპერატურა არის + 5 °С დან 35 °С-მდე. არ არის რეკომენდირებული მასალის გამოყენება ძლიერი ქარისა და წვიმის დროს.
ზედაპირის მომზადება:
„სკრეპა 2K ელასტიური-ის’’ გამოყენებისას ზედაპირი სტრუქტურულად უნდა იყოს სუფთა და მყარი. ამისათვის აუცილებელია გაიწმინდოს დაზიანებული უბნები, სუსტი ბეტონისგან, ნავთობპროდუქტებისგან, ბიოლოგიური წარმოშობის პროდუქტებისგან და სხვა მასალებისგან, რომლებიც ხელს უშლიან სკრეპა 2K ელასტიური- ის ადგეზიას დასამუშავებელ ზედაპირთან. ზედაპირი, რომელზედაც დაიტანება სკრეპა 2K ელასტიური არ არის სწორი, იგი უნდა გასწორდეს სკრეპა მ500-ით. ბეტონის ზედაპირი, 2K-ს დატანისას უნდა იყოს სველი.
დუღაბის ნარევის მომზადება:
უნდა მომზადდეს დუღაბის ნარევის ისეთი მოცულობა, რომელიც გაიხარჯება კომპონენტების შერევისას, 60 წთ-ში.კომპონენტებისა და გარემოს ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 20 ± 2 °С. ტემპერატურის შემცირებისას იზრდება დუღაბის ნარევის შეკვრის დრო.
დუღაბის ნარევის მომზადებისას ჭურჭელი, სადაც მოთავსებულია კომპონენტი B, კარგად უნდა შევანჯღრიოთ და ამის შემდეგ შევურიოთ კომპონენტები ერთმანეთს, პროპორციით A/B=2/1
. დუღაბის ნარევის მცირე რაოდენობისას, დასაშვებია ხელით მორევა. ოპტიმალურია დაბალ ბრუნიანი (500-650 ბრ/წთ) დრელით მორევა. მორევა ხდება 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღება ერთგვაროვანი პლასტიური მასა. დუღაბის ნაერთის გამოყენებისას,იგი უნდა აირიოს რეგულარულად, რადგან შენარჩუნდეს საწყისი კონსისტენცია. ყურადღება! შერევის შემდეგ საჭიროა ტექნოლოგიური პაუზა 3-5 წუთი,ამის შემდეგ ისევ უნდა გადავურიოთ და დავიწყოთ მასალის გამოყენება.
გამოყენება:
სკრეპა 2K ელასტიური ნარევის დატანა ბეტონზე, უნდა მოხდეს მინიმუმ ორ ფენად.პირველი ფენა დაეტანება ფუნჯით ან შეფრქვევით ბეტონის სველ ზედაპირზე. ფენის სისქე საშუალოდ შეადგენს 1,0 მმ. მეორე ფენა წაესმევა პირველის პერპენდიკულარულად 2-4 საათის შემდეგ. თუ სკრეპა 2K ელასტიურის გამოყენება ხდება ბეტონის ზედაპირზე, რომელსაც გაჩნია (0,5-1,5)მმ-ის სიგანის ბზარები, შეერთების ადგილებზე, ნაკერებზე უნდა მოხდეს ტუტეგამძლე პოლიმერული არმირების გამოყენება (უჯრედების მაქსიმალური ზომები (5×5)მმ, ხოლო სიგანე არა უმცირეს 200მმ-ისა. ბადე უნდა დამაგრდეს პირველ ფენაზე გამაგრების დაწყებამდე. ამის შემდეგ წაესმევა მეორე ფენა. ბადის დამაგრების ადგილებში დასაშვებია დამატებითი ფენების წასმა.
სკრეპა 2K ელასტიური მასალის ხარჯი, ორი ფენის გათვალისწინებით შეადგენს 3,6კგ/მ2-ზე.
დამუშავებული ზედაპირის მოვლა:
3 დღის განმავლობაში დამუშავებული ზედაპირი უნდა იყოს დაცული მექანიკური ზემოქმედებისაგან და გარემო ტემპერატურა არ უნდა იყოს +5°С -ზე დაბალი. აღდგენილი ზედაპირი 3 დღე უნდა იყოს ტენიანი, რაც მიიღწევა დროგამოშ ვებით წყლის შესხურებით ან პოლიეთილენის აპკის დაფარებით.
უსაფრთხოების ღონისძიებები:
სამუშაო უნდა ჩატარდეს, ტუტე გამძლე რეზინის ხელთათმანებით. ნაერთი შეიცავს პორტლანდცემენტს, რომელიც აღიზიანებს კანსა და თვალებს. წყალთან კონტაქტისას წარმოიქმნება ტუტე. თვალში მოხვედრისას მოიბანეთ წყლით და მიმართეთ ექიმს.