პენეტრონის სისტემა წარმოადგენს კაპილარული მოქმედების შეღწევად ჰიდროიზოლაციას, შედგება სპეციალური ცემენტებისგან, გარკვეული გრანულომეტრიის კვერცული ქვიშისგან და აქტიური ქიმიური დანამატებისგან, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის სრულ, საიმედო და სამუდამო წყალგაუმტარობას.
როგორ მუშაობს ის
1.“პენეტრონი“-ს მოქმედება ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს: ოსმოსი, ბროუნის მოძრაობა, ქიმიური რეაქციები მყარ ფაზაში და სითხეების ზედაპირული დაჭიმულობა.
- პენეტრონის აქტიური ქიმიური კომპონენტები აღწევენ ღრმად ბეტონში (1 მეტრამდე) და იწვევენ რეაქციებს, რომლის დროსაც 400 მიკრონი (0,4 მმ) სიდიდის კაპილარები, ფორები და მიკრობზარები ივსება უხსნადი კრისტალებით.
- წყლის მოლეკულები ვეღარ არწევენ ბეტონში მაღალი ჰიდროსტატიკური დაწნევის პირობებშიც, ამავე დროს ბეტონი ინარჩუნებს ჰაერგამტარობას.
- უწყლობის პირობებში, პენეტრონის კომპონენტები უმოქმედონი რჩებიან, მისი გამოჩენის შემთხვევაში კი უხსნადი კრისტალების წარმოქმნის და ბეტონში ღრმად შეღწევის პროცესი კვლავ გრძელდება.
პენეტრონი განუწყვეტლივ ავსებს ბეტონში სიცარიელეებს, რის გამო პენეტრონის „ეფექტი“ მუდმივია და პერმანენტული, მისი ჯგუფის მასალები სერთიფიცირებულია სტანდარტების საერთაშორისო სისტემით ISO 9002.
გამოყენების სფეროები
პენეტრონის ჯგუფის მასალები გამოიყენება I და II კატეგორიის ბზარმედეგობის, არსებული და ახალი ბეტონის კონსტუქციებისათვის წყალგაუმტარობის მისანიჭებლად.
- ჰესები
- პორტები
- სასმელი წყლის რეზერვუარები
- აუზები
- სარწყავი არხები
- გამწმენდი ნაგებობები
- მეტროპოლიტენი
- გვირაბები
- საძირკვლები
- ლიფტის შახტები
- მიწისქვეშა ნაგებობები
- ნავთობსაცავები
- ბეტონის დამბები და დოკები
- საკანალიზაციო კოლექტორები
- ბეტონის ნაგებობები ქიმიური ზემოქმედების ქვეშ
- რადიაქტიული ნარჩენების საცავები
უნიკალური შესაძლებლობები
პენეტრონის სისტემა არ შეიძლება განხილული იქნას როგორც ფენოვანი და მემბრანული დაცვა, იგი ფაქტიურად ბეტონის შემადგენელი ნაწილი ხდება, ფორმირდება ბეტონთან ერთად როგორც ერთიანი სხეული. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება შემდეგში:
- აღწევს ღრმად… 1 მეტრამდე!
- კაპილარები, ფორები და მიკრობზარები ზომით 0,5 მმ ივსება უხსნადი კრისტალებით
- წყალგაუმტარობა და წინააღმდეგობა აგრესიული გარემოსადმი ნარჩუნდება ზედაპირის დაზიანების შემთხვევაშიც
- მედეგია მექანიკური ზემოქმედების მიმართ
- არის უფრო ეფექტური და ნაკლებად ძვირი სხვა სახის ჰიდროიზოლაციასთან შედარებით
- გამოყენება მარტივია და შრომითი და დროის დანახარჯების მხრივ ეფექტურია
- მათი გამოყენება შესაძლებელია კონსტრუქციების როგორც შიდა, ისე გარე მხრიდან
- იზრდება ბეტონის მაჩვენებელი კუმშვაზე
- მედეგია ქიმიური ზემოქმედების – ზღვის წყლის, კარბონატების, ქლორიდების სულფატების და ნიტრატების მიმართ, იზრდება ყინვაგამძლეობის ციკლი, თავიდან აცილებულია მეტალის კოროზია
- გამოიყენება ჰიდროსტატიკური ზემოქმედების პირობებში
- დამუშავებული ბეტონი ინარჩუნებს ჰაერგამტარობას
- ეკოლოგიურად სუფთაა, სერთიფიცირებულია გამოსაყენებლად სასმელი წყლების საცავებში
- ბეტონი ინარჩუნებს წყალგაუმტარობას მანამ, სანამ არსებობს იგი
- ბეტონი ინარჩუნებს თავის თვისებებს, ჰიდროიზოლაციას მაღალი რადიაციული დასხივების შემთხვევაშიც