პენეტრონის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შპს „ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიებია“

პენეტრონის ისტორია საქართველოში 10 წლის წინ დაიწყო. მნიშვნელოვანი პროექტებით დატვირთულმა წლებმა სრული სიცხადით დაადასტურა პენეტრონის უპირატესობა, როგორც საუკეთესო შეღწევადი ჰიდროსაიზოლაციო მასალის და დაუმკვიდრა მას შეურყეველი პირველობა ბაზარზე.

ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. კლიმატური პირობები არ არის ყოველთვის კეთილსაიმედო ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისთვის. ჩვენს ქვეყანას მშენებლობის დარგში მდიდარი და უძველესი ისტორია გააჩნია. ამასთან ერთად, თანამედროვე მშენებლობაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ვითარდება. ასე რომ საიმედო ჰიდროიზოლაცია მოთხოვნადია, როგორც რესტავრაციისთის, ასევე ახალი სამშენებლო პროექტებისთვის.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ შპს „ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიების“ მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ პენეტრონს უარყოფითი შედეგი ეჩვენებინა. კომპანიის მიმართ არ არსებობს პრეტენზიები და რეკლამაციები, საყვედურები კლიენტებისა და მშენებლებისგან, ჰიდროიზოლაციის ხარისხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ეს არის თვითონ პროდუქტის უნიკალურობის, სათაო ოფისის ტექნიკური პერსონალის მუდმივი მხარდაჭერის, კონსულტაციების და რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის პროფესიონალური და პასუხისმგებლიანი მიდგომის დამსახურებაა. ჩვენთან თანამშრომლობენ ათობით წარმატებული სამშენებლო კომპანიები, როგორებიცაა: „ჰაიდელბერგბეტონი,“ „არსი,“ „ზიმო,“ „ბურჯი,“ „ატუ,“ „ანაგი,“ „GWP,“ „მეტრა პარკი,“ „ხარება,“ „ბეკა კაპიტალი,“ „კაპიტალ ვოსტოკი,“ „ჰაუსარტ ლუქსი,“  და ა.შ. კომპანიის ანგარიშზეა 350-ზე მეტი განხორციელებული პროექტი. მათ შორის, დიდი წილი აქვს მაღალი არქიტექტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებს. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია თქვათ, რომ პენეტრონმა მოიცვა მთელი საქართველო.

პენეტრონის სისტემის მასალები წარმატებით იქნა გამოყენებული ისეთ პროექტებში, როგორიცაა მსხვილი ბიზნესის ცენტრები, საბანკო დაწესებულებები, მსოფლიო მნიშვნელობის სასტუმრო კომპლექსები, კულტურულ და ისტორიულ ობიექტები, საცხოვრებელ კომპლექსები მიწისქვეშა პარკინგებით. ამ კლასის, პრაქტიკულად ყველა ობიექტი აშენებულია ორიგინალური პროექტებით და სწორედ ამიტომ გახდნენ ისინი თავიანთი ქალაქების ახალი ღირსშესანიშნაობები. განა შეიძლება ვინმე გულგრილად დატოვოს „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისის არქიტექტურულმა იერსახემ და კონსტრუქციულმა გადაწყვეტილებამ? გერმანულმა კომპანიამ მასალების სპეციალური გამოცდის შემდეგ, უპირატესობა ჰიდროსაიზოლაციო დანამატს „პენეტრონ-ადმიქსს“ მიანიჭა. პენეტრონის სისტემის მასალები გამოყენებულ იქნა „თიბისი ბანკის“ ქუთაისის ფილიალის მშენებლობისას. რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“, მისი სათაო ოფისის ადგილმდებარეობა გამოირჩევა აქტიურად მოქმედი, სულფატებით გაჯერებული გრუნტის წყლებით. აღნიშნული შენობის მზიდი კონსტრუქციების მიწისქვეშა ნაწილში, ჰიდროიზოლაციის აღსადგენად პენეტრონის მასალების მთელი ხაზი იქნა გამოყენებული.

რა თქმა უნდა, კომპანია პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობით მიუდგა კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის საქმეს. აღსანიშნავია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქცია, ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის შენობა ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისში. საინტერესოა ისიც, რომ პენეტრონის სისტემის მასალები აქტიურად გამოიყენება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, წყალმომარაგების სისტემაში, შადრევნების, აუზების, ხიდების, გვირაბების მშენებლობაშიც.

ამავდროულად, მიმდინარეობს „ავერსის“ სამედიცინო კლინიკის მიწისქვეშა ე.წ. ბუნკერის ბეტონის ფილის, კედლებისა და ბრტყელი გადახურვის ჩასხმა. პროექტით გათვალისწინებულია 2600 მ3 ბეტონი. აღნიშნულ ბუნკერში უნდა დამონტაჟდეს უახლესი ტექნიკის, უნიკალური, ძვირადღირებული სამედიცინო დანადგარი, რომლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა განსაკუთრებული მშრალი გარემო. ამისათვის ბეტონს ემატება, კაპილარული მოქმედების ჰიდროსაიზოლაციო მასალა „პენეტრონ ადმიქსი“ (Penetron Admix), რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დანადგარისთვის საჭირო, იდეალურ სიმშრალესა და გარემოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსი შეკვეთილში. ის წარმოადგენს 5 ვარსკვლავიან, მრავალფუნქციურ სასტუმრო-კომპლექსს. აქ, გარდა მაღალი კლასის 220 სასტუმრო ნომრისა, განთავსდება საკონფერენციო დარბაზები, აკვარიუმი, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის მინი სტადიონი, კალათბურთის მოედანი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ტოპოგანი, სპა ცენტრი ღია და დახურული აუზებით, კაფე-რესტორნები და ავტოსადგომები. სასტუმრო შედგება რამდენიმე ბლოკისგან. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა უნიკალური ზღვაში შეჭრილი აუზი. პროექტში ჰილროიზოლაციის მიზნით გამოყენებულია პენეტრონის სისტემის მასალები.

საინტერესოა სახვითი ხელოვნების მუზეუმის მშენებლობაც, რომელიც მალე თბილისში, რუსთაველის გამზირს შეემატება. შენობის არქიტექტორები მსოფლიოში ცნობილი მამა-შვილი არჩილ და გიორგი ქურდიანები არიან. მუზეუმი შენდება ქართველი ბიზნესმენის და ქველმოქმედის გია ჯოხთაბერიძის თაოსნობით. სახვითი ხელოვნების მუზეუმი ერთიან მრავალფუნქციურ კომპლექსში მოაქცევს კომერციული და კულტურული დანიშნულების სამ ნაგებობას: მუზეუმს, გესთჰაუზსა და არტჰაუზს. შენობის დანიშნულებიდან გამომდინარე იგი გათვლილია 9 ბალიან მიწისძვრაზე, ხოლო ჰიდროიზოლაციის მიზნით გამოყენებულია ბეტონის დანამატი „პენეტრონ ადმიქსი“ (Penetron Admix). მხოლოდ ნაგებობის საძირკვლის ფილასა და მიწისქვეშა კედლებში გაიხარჯა 4 ათასი მ3-ზე მეტი 450 მარკიანი ბეტონი, პენეტრონ ადმიქსის (Penetron Admix) დანამატით. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს, ამ ნაწილში განთავსებულ საგამოფენო დარბაზებში, იდეალურ სიმშრალესა და გარემოს.

რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ჩვენი კომპანია აპირებს უშუალო მონაწილეობა მიიღოს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში, როგორიცაა პორტების, სარწყავი სისტემების, წყალმომარაგების სისტემის, გზების, ხიდების, გვირაბების, ჰესების მშენებლობა, რომელთა რაოდენობა 2025 წლამდე 100-ს აღწევს. საინტერესოა მაღალბიუჯეტიანი, სუფსის ნავთობქიმიური კომპლექსის პროექტი, პორტების მშენებლობა ანაკლიისა და მთელი ზღვისპირეთის მასშტაბით.

და მაინც, რატომ პენეტრონი?

ჰიდროიზოლაციის საშულებები ბევრია (რულონური, მემბრანული, შეღწევადი). პენეტრონის სისტემის გამოყენებას მრავალი უპირატესობა გააჩნია, რის გამოც არჩევანს სწორედ ამ პროდუქციაზე აკეთებენ.

-პენეტრონი ათწლეულობით გამოცდილი მასალაა. ის გამოყენებულია მილიონობით ობიექტზე მთელი  მსოფლიოს მასშტაბით. არ ყოფილა შემთხვევა, რომ პენეტრონის ჯგუფის მასალებს არ გაემართელებინოს თავისი დანიშნულება, ან წარმოჩენილიყო ცუდი მხრიდან. ის გლობალური ბრენდია, რომლის ხარისხი დროითა და პრაქტიკით არის დადასტურებული.

-პენეტრონის გამოყენების ტექნოლოგია მარტივია. პენეტრონ-ადმიქსი შეერევა ბეტონს მომზადებისას და საკმარისია მხოლოდ ჩამოსხმა; ხოლო კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში, საკმარისია პენეტრონის წასმა ნებისმიერი მხრიდან და ის უნიკალური თვისებების საშუალებით მთელს ბეტონში შეაღწევს.

-პენეტრონს გააჩნია მასალების სრული კომპლექსი და ტექნოლოგია, რომელიც შეუცვლელია დაზიანებული და წყალგაუმტარი ბეტონის კონსტრუქციების აღსადგენად. ეს ნიშნავს იმას, რომ ძველის დანგრევა აუცილებელი არ არის, მისი რესტავრაცია შესაძლებელია პენეტრონით.

-პენეტრონი  კომპლექსურად იცავს ბეტონს არა მარტო წყლისა და ნესტისაგან, არამედ სხვა აგრესიული გარემოსგანაც. კერძოდ, მედეგია სულფატების, ტუტე, მჟავა, PH, ზღვის წყლის, ნავთობის მიმართ. ის ზრდის ბეტონის კონსტრუქციის ყინვაგამძლეობასაც და შესაბამისად, მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება კაშხალებში, დამბებში, პორტებში, გამწმენდ ნაგებობებში, სასმელი წყლის რეზერვუარებში, ნათვობსაცავებში, მიწისქვეშა ნაგებობებში, ბრტყელ გადახურვებში.

-პენეტრონი, შეიძლება ითქვას, რომ “ჭკვიანი” მასალაა. პენეტრონით დამუშავებული ბეტონი იძენს თვითაღდგენისა და თვითმკურნალობის თვისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მიკრობზარების გაჩენის შემთხვევაში, პენეტრონის უხსნადი კრისტალები იწყებს გამრავლებას და ნაპრალებს ამოავსებ. რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი პერმანენტულია და სანამ ბეტონი არსებობს ჰიდროიზოლაცია არ ირღვევა.

-პენეტრონიანი  ბეტონის ჰიდროსტატიკური მაჩვენებელი აღწევს W 20 = 20 ატმოსფეროს! პლასტიპიკატორების მოქმედება დაფუძნებულია ფორების შემცირებაზე, ხოლო პენეტრონისა – კი ამოვსებაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა დანამატებისაგან დამზადებული ბეტონი არ არის დაცული მიკრობზარებისგან, რაც აუცილებლად იჩენს თავს ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში და იწვევს ჰიდროიზოლაციის დარღვევას. პენეტრონს კი გააჩნია ზემოთ აღნიშნული თვითმკურნალობის და აღდგენისა ჭკვიანი თვისება, რაც მუდმივ ჰიდროიზოლაციას უზრუნველყოფს.

-პენეტრონი სამუდამოდ და გარანტირებულად იცავს ბეტონს მთელი მისი არსებობის მანძილზე. მუშაობის პერიოდი იმდენივეა, რამდენსაც ძლებს თავად კონსტრუქცია. მაშინ, როცა ჰიდროიზოლაციის სხვა სახეობები პერიოდულად შესაცვლელია და მრავალგზის სარემონტო დანახარჯებთან არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ პენეტრონი პრაქტიკულად უვადოა.

-პენეტრონი ეკოლოგიურად სუფთაა და უვნებელი. ის ბეტონის ზედაპირზე  ფენას არ ტოვებს, არ ხდება “ჩახუთვა,” ბეტონი აგრძელებს სუნთქვას. პენეტრონის გამოყენება დაშვებულია სასმელ წყალთან.

-პენეტრონის  წარმოება სერთიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემით ISO 9001. ის ფლობს ყველა საჭირო სერთიფიკატს და მისი ხარისხიანობა დადასტურებულია მსოფლიოს ცნობილი და ავტორიტეტული ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების მიერ.

-პენეტრონი, შეიძლება ითქვას, არის სრულყოფილი  შეღწევადი ჰიდროიზოლაცია, რომელსაც ბადალია არ ჰყავს მსოფლიოში თავისი უნიკალურობითა და ინოვაციურობით!

საკონტაქტო ინფორმაცია


თბილისი, აგლაძის ქ.39ბ

+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;


ბათუმი, პუშკინის ქ.23

568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - შაბ, 10:00 - 18:00