რატომ პენეტრონი?

  -პენეტრონი ათწლეულობით გამოცდილი მასალაა. ის გამოყენებულია მილიონობით ობიექტზე მთელი -მსოფლიოს მასშტაბით. არ ყოფილა შემთხვევა, რომ პენეტრონის ჯგუფის მასალებს არ გაემართლებინა თავისი დანიშნულება ან წარმოჩენილიყო ცუდი მხრიდან, ის გლობალური ბრენდია, რომლის ხარისხი დროითა და პრაქტიკით არის დადასტურებული.

-პენეტრონის გამოყენების ტექნოლოგია მარტივია. პენეტრონ-ადმიქსი შეერევა ბეტონს მომზადებისასს და საკმარისია მხოლოდ ჩამოსხმა; ხოლო კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში წაესმევა მას ნებისმიერი მხრიდან და შეღწევადი თვისების საშუალებით ატანს მთელ ბეტონში.

-პენეტრონს გააჩნია მასალების მთელი კომპლექსი და ტექნოლოგია, რომელიც შეუცვლელია დაზიანებული და წყალგაუმტარი ბეტონის კონსტრუქციების აღსადგენად. ამდაგვარად, ძველის დანგრევა აუცილებელი არ არის, მისი რესტავრაცია შესაძლებელია პენეტრონით.

-პენეტრონი კომპლექსურად იცავს ბეტონს არა მარტო წყლისა და ნესტისაგან, არამედ სხვა აგრესიული გარემოსგანაც. კერძოდ, მედეგია სულფატების, ტუტე, მჟავა, PH, ზღვის წყლის, ნავთობის მიმართ. იზრდება კონსტრუქციის ყინვაგამძლეობა. ამგვარად, მისი გამოყენება შიეძლება კაშხალებში, დამბებში, პორტებში, გამწმენდ ნაგებობებში, სასმელი წყლის რეზერვუარებში, ნათვოსაცავებში, მიწისქვეშა ნაგებობებში, ბრტყელ გადახურვებში.

-პენეტრონი, შეიძლება ითქვას, რომ “ჭკვიანი” მასალაა. მისით დამუშავებული ბეტონი იძენს თვითაღდგენისა და თვითმკურნალობის თვისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მიკრობზარების გაჩენის შემთხვევაში, პენეტრონის მოლეკულები იწყებს გამრავლებას და ნაპრალებს ამოავსებს წყალში უხსნადი კრისტალებით და ეს პროცესი პერმანენტულია. ე.ი., ჰიდროიზოლაცია არ ირღვევა.

-პენეტრონიანი ბეტონის ჰიდროსტატიკური მაჩვენებელი აღწევს W 20 = 20 ატმოსფეროს! სხვა დანამატებისა კი  W 8-მდეა, თან პლასტიპიკატორების მოქმედება დაფუძნებულია ფორების შემცირებაზე, ხოლო პენეტრონისა - კი ამოვსებაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა დანამატებისაგან დამზადებული ბეტონი არ არის დაცული მიკრობზარებისგან, რაც აუცილებლად ჩნდება ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში და იწვევს ჰიდროიზოლოციის დარღვევას, პენეტრონს კი გააჩნია ზემოთ აღნიშნული “ჭკვიანი” თვისება თვითმკურნალობისა და აღდგენისა და ჰიდროიზოლაცია ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.

-პენეტრონი სამუდამოდ და გარანტირებულად იცავს ბეტონს მთელი მისი არსებობის მანძილზე. მისი მუშაობის პერიოდი იმდენივეა, რამდენსაც ძლებს თავად კინსტრუქცია. მაშინ, როცა ჰიდროიზოლაციის სხვა სახეობები პერიოდულად შესაცვლელია და მრავალგზის სარემონტო დანახარჯებთან არის დაკავშირებული.შეიძლება ითქვას, რომ პენეტრონი პრაქტიკულად უვადოა.

-პენეტრონი ეკოლოგიურად სუფთაა და უვნებელი. ის ბეტონის ზედაპირზე  ფენას არ ტოვებს, არ ხდება “ჩახუთვა,” ბეტონი აგრძელებს სუნთქვას. პენეტრონი დაშვებულია სასმელ წყალთან.

-პენეტრონის წარმოება სერთიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემით ISO 9001. ის ფლობს ყველა საჭირო სერთიფიკატს და მისი ხარისხიანობა დადასტურებულია მსოფლიოს ცნობილი და ავტორიტეტული ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების მიერ.

-პენეტრონი, შეიძლება დავასკვნათ, რომ არის სრულყოფილი ჰიდროიზოლაცია, რომელსაც ბადალი არა ჰყავს მსოფლიოში თავისი უნიკალურობითა და ინოვაციურობით!

კითხვა პასუხი

სარდაფში არსებული ბეტონის კედლები სველდება. რას გვირჩევთ?
ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში კედლები გაიწმინდოს არამყარი ნაკადებისგან, შემდეგ გაიჟღინთოს წყლით. შემდეგ უკვე დამუშავდეს პენეტრონიანი ხსნარით.

ავტოფარეხის ბეტონის სახურავი დაზიანებულია. როგორ შევაჩეროთ წყლის ჩამოდინება?
1) თუ ბეტონი დაფარულია სხვა სახის ჰიდროიზოლაციით, ის უნდა მოშორდეს, ისე რომ გამოჩნდეს ბეტონის გასუფთავებული სტრუქტურა. თუ ბეტონზე შეიმჩნევა 0,5 მმ-ზე მეტი ზომის ბზარები, აუცილებელია, ისინი დამუშავდეს პენეკრიტით. (პენეტრონის სისტემის ერთ-ერთი სახეობა), ამის შემდეგ მთელი ზედაპირი...

სრულად ნახვა ან დასვით კითხვა ონლაინ

ტექნოლოგიები

პენეტრონის სისტემა წარმოადგენს კაპილარული მოქმედების შეღწევად ჰიდროიზოლაციას, შედგება სპეციალური ცემენტებისგან, გარკვეული გრანულომეტრიის კვერცული ქვიშისგან და აქტიური ქიმიური დანამატებისგან, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის სრულ, საიმედო და სამუდამო წყალგაუმტარობას.

პენეტრონი-ს წარმოშობის ისტორია

პენეტრონი

პენეტრონი ლეგენდარული შეღწევადი ჰიდროსაიზოლაციო
და ბეტონის ტოტალური დაცვის უნივერსალური სისტემაა.
პენტაგონმა (აშშ სამხედრო უწყება) ბალისტიკური რაკეტების გამშვებ შახტებში
ბეტონის დაცვის მიზნით, მეცნიერთა ჯგუფს სპეციალური ნივთიერების მიღება დაუკვეთა.
შედეგად, 1958 წელს, პენტაგონის საიდუმლო ლაბორატორიებში, კოლუმბიის
უნივერსიტეტის მაგისტრის ჯონ რობერტ რივერას მიერ, აღმოჩენილი იქნა პენეტრონის ფორმულა.
2 ათეული წლის განმავლობაში, პენტაგონის მიერ აკრძალული იყო პენეტრონის საყოველთაოდ გავრცელება,
ამჟამად, მიუხედავად იმისა, რომ პენეტრონის ფორმულის აღმოჩენიდან გავიდა 50-ზე მეტი წელი,
პენეტრონი მიჩნეულია საუკეთესოდ მსოფლიოში ამ რიგის ჰიდროსაიზოლაციო სისტემებს შორის.
5040

კლიენტების რაოდენობა

680

პროექტების რაოდენობა

მასალების შეფუთვა

penetron 1

გამოყენების აღწერა

penetron 2

დასრულებული პროექტები 13 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტები

ბათუმის-საბაჟო-ტერმინალი

ბათუმის-ტექნოლოგიური-უნი

დინამოს-ტადიონი

პიაცა-ბათუმი

სასტუმრო-რედისონი-თბილის

თი-ბი-სი-ბანკიის-შენობა-ქუ

სასტუმრო-ანაკლიაში

სასტუმრო-მარინა-კოლიზეუმ

საცხოვრებელი-სახლი-რუსთა

სახლი-ბულვარშიბათუმი

ძველი-თბილისის-უბანი

სასტუმრო-ჰილტონი-ბათუმში

პენეტრონი

დაცული ბეტონი

სრულად ნახვა

საკონტაქტო ინფორმაცია


თბილისი, აგლაძის ქ.39ბ

+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;


ბათუმი, პუშკინის ქ.23

568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - შაბ, 10:00 - 18:00