კითხვა-პასუხი

სარდაფში არსებული ბეტონის კედლები სველდება. რას გვირჩევთ?

ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში კედლები გაიწმინდოს არამყარი ნაკადებისგან, შემდეგ გაიჟღინთოს წყლით. შემდეგ უკვე დამუშავდეს პენეტრონიანი ხსნარით.

ავტოფარეხის ბეტონის სახურავი დაზიანებულია. როგორ შევაჩეროთ წყლის ჩამოდინება?

1) თუ ბეტონი დაფარულია სხვა სახის ჰიდროიზოლაციით, ის უნდა მოშორდეს, ისე რომ გამოჩნდეს ბეტონის გასუფთავებული სტრუქტურა. თუ ბეტონზე შეიმჩნევა 0,5 მმ-ზე მეტი ზომის ბზარები, აუცილებელია, ისინი დამუშავდეს პენეკრიტით. (პენეტრონის სისტემის ერთ-ერთი სახეობა), ამის შემდეგ მთელი ზედაპირი დამუშავდეს პენეტრონით, რის შემდეგაც ბეტონის მთელი ტანი ხდება წყალგაუმტარი.

2) მეორე ვაიანტი: ბეტონის ზედაპირის ქვევიდან გამოიფხიკოს ისე როგორც პირველ ვარიანტში და იგივე პროცედურები ჩაუტარდეს. 3) მესამე ვარიანტი: გაკეთდეს არმირება და მოეწყოს მოჭიმვა 6-8სმ. სისქის, პენეტრონ-ადმიქსის შერევით, რის შედეგადაც მივიღებთ წყალგაუმტარ ფენას.

კორპუსის საძირკველის აშენებისას როგორ მოვაწყოთ ჰიდროიზოლაცია?

ბეტონში უნდა შეერიოს პენეტრონ-ადმიქსი გარკვეული დოზით. ხოლო არსებული ცივი ნაკერები დამუშავდეს პენეტრონით და პენეკრიტით.

ბეტონში არსებული ცივი ნაკერებიდან ჟონავს წყალი. რას გვირჩევთ?

ცივი ნაკერების გასწვრივ პერფორატორის საშუალებით ამოიჭრას “П”-ფორმის ე.წ. “შტრობა” ზომით 20მმ X 20მმ. შემდეგ წაისვას პენეტრონი, ამოივსება პენეკრიტით, ზემოდან ისევ წაესმევა პენეტრონი.

ბეტონის კონსტრუქციის არავიბრირებულ ნაწილებში ჟონავს წყალი. რა ვქნათ?

აღნიშნულ ნაწილებში პერფორატორის გამოყენებით მოვაშოროთ სუსტი ზედაპირი. შემდეგ წავუსვათ პენეტრონი და ამოიგლისოს პენეკრიტით. ბოლოს გადავუსვათ პენეტრონი. თუ ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ რომელიმე წერტილიდან შინიშნება ხიდული წყლის დინება, აღნიშნული ადგილი ამოივსოს პენეპლაგით.

სარდაფში ბეტონის კედლები დამზარულია და ზოგან წყალი მიდის საკმაო წნევით.

აღნიშნულ შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია პენეტრონის, პენეკრიტის და პენეპლაგის გამოყენებით.

როგორ გავაკეთოთ შენობის ბრტყელი გადახურვის ჰიდროიზოლაცია?

1) თუ ხდება ახალი ბეტონის ჩასხმა, მას შეერიოს .

2) თუ კონსტრუქცია არსებობს, მაშინ იგი დამუშავდეს, გაიჟღინთოს წყლით და წაესვას პენეტრონი.

როგორ მივაღწიოთ აუზის ჰიდროიზოლაციას?

თუ აუზის ძირი და კედლები ისხმევა ერთდროულად (ნაკერის გარეშე), მაშინ საკმარისია ბეტონში პენეტრონ ადმიქსის შერევა. ხოლო თუ ძირი და კედლები ისხმევა სხვადასხვა დროს, ბეტონში პენეტრონ ადმიქსის დამატების გარდა, აუზის ფილაზე კედლის შეხების ზოლის შუა ადგილეზე მაგრდება პენებარის ლენტა, ან ცივი ნაკერი დამუშავდება პენეტრონითა და პენეკრიტით.

როგორ მივაღწიოთ აგურის ან ბლოკის კედლის ჰიდროიზოლაციას?

კედლის შიდა ან გარე მხარეზე მოხდეს ქვიშა-ცემენტის არმირებული დაბათქაშება. ზემოდან წაესვას პენეტრონი.

ბეტონის კონსტრუქციაში საკომუნიკაციო მილების შეხების ადგილებში ჟონავს წყალი, რა მოვუხერხოთ?

მილის ირგვლივ ამოიტვიფროს 20მმ სისქის ‘’შტრობა’’, წაესვას პენეტრონი, ამოივსოს პენეკრიტის მასით და ისევ წაესვას პენეტრონი.

სარდაფი აშენებულია სამშენებლო ბეტონის ბლოკებით. როგორ მოვიქცეთ?

ბლოკების შეერთების ადგილებში ამოვიღოთ 20მმ სისქის ‘’შტრობა’’, წაესვას პენეტრონი, ამოივსოს პენეკრიტის მასით და წაესვას მეორედ პენეტრონი.

როგორი ზეგავლენა აქვს პენეტრონს ბეტონის სიმტკიცეზე?

პასუხი: უნდა აღვნიშნოთ, რომ ბეტონის სიმტკიცე იზრდება 10%–ით. უფრო მეტიც, თუ ბეტონის კონსტრუქცია წყალთან აქტიურ შეხებაშია, იგი (უპენეტრონოდ) 5 წლის განმავლობაში თავის მზიდ თვისებებს კარგავს 40%–ით, ხოლო პენეტრონით დამუშავებული 30–ჯერ ზრდის მის ექსპოატაციის ვადას.

საკონტაქტო ინფორმაცია


თბილისი, აგლაძის ქ.39ბ

+(995 32) 2 377 266; +(995 32) 2 375 035;
599 18 27 47; 599 27 67 13; 551 35 35 35;


ბათუმი, პუშკინის ქ.23

568 44 24 55

ელ. მისამართიpenetronhouse@yahoo.com

სამუშაო საათებიორშ - შაბ, 10:00 - 18:00